შიშველი ქართველი ვეფხვის გალიაში – იტალიის ზოოპარკში მტაცებელმა 25 წლის მამაკაცი დაგლიჯა(ფოტო)

246
SHARE

იტალიაში, კათოლიკური შობის ღამეს, ქართველი მამაკაცი გაშიშვლდა და ცირკში, ვეფხვის ვოლიერში შეიპარა.
მოულოდნელი სტუმარი ცხოველმა დაკბინა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
საავადმყოფოში 25 წლის ახალგაზრდა უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. მედიის ინფორმაციით, ექიმებს მამაკაცისთვის ხელის ამპუტაცია მოუწიათ.
მას შემდეგ, რაც ქართველი მამაკაცი გონს მოვიდა, მან საავადმყოფოდან გაქცევა სცადა. სამედიცინო პერსონალს პოლიციის გამოძახება დასჭირდა.
პირველადი ინფორმაციით, მამაკაცი ინციდენტის დროს ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

FB კომენტარები

კომენტარი