ქართველი პოლიტიკოსების ”მარგალიტები” ””მეთერთმეტე კლასელთა გამოსაშვებ ბალზე ვიყავი”.

103
SHARE

სამწუხაროა, მაგრამ ბოლო დროს ერთადერთი სფერო, სადაც ყოველთვის რაღაც ხდება, პოლიტიკაა. ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გვახსოვს, როგორ იცვლებოდა პოლიტიკური ცხოვრება ყოველდღიურად, როგორ მიდიოდნენ გადაყენებული მინისტრები საზღვარგარეთ სასწავლებლად ან წლების მერე – ოპოზიციაში და არსებული მთავრობის ლანძღვას იწყებდნენ.

როგორც ჩანს, ”ქართული ოცნების” მთავრობამ სააკაშვილის ეს შეცდომა გაითვალისწინა და ცდილობს, პოსტიდან გადაყენებული მინისტრები უკმაყოფილო არ დატოვოს და სხვა პოზიციაზე გადაიყვანოს, თუმცა ამ კუთხით გამონაკლისი ირაკლი ალასანია აღმოჩნდა.

ორიოდ კვირაა, პოლიტიკური გარემო განსაკუთრებულად დამძიმდა. თანამდებობიდან გადადგნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი და გარემოს დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი. პოსტი დატოვა სპორტის მინისტრმაც, რომელსაც ბოლო დროს საკუთარ გუნდში გადაემტერნენ და როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, მათი შერიგება ვერ მოახერხა. თუმცა იმ დღეს ლევან ყიფიანის გადადგომის ამბავი დილის საათებში მინისტრის მოადგილის მიერ ჟურნალისტებისთვის ნათქვამმა სიტყვებმა გადაფარა.

”მთელი ღამე ”ჯაყოს ხიზნებს” ვკითხულობდი და წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება”, – განაცხადა ყიფიანის მოადგილე ნუგზარ კევლიშვილმა და ჟურნალისტებს თვალი ჩაუკრა.

მოგვიანებით ყიფიანის დამცველებმა მოადგილეს კომენტარი ალეგორიად ჩაუთვალეს, რომლის მიხედვითაც ექსმინისტრი თეიმურაზ ხევისთავად იყო წარმოდგენილი. კითხულობდა თუ არა იმ ღამეს კევლიშვილი ”ჯაყოს ხიზნებს”, ეს ალბათ მხოლოდ მისმა მეუღლემ იცის, თუმცა ფაქტია, პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე იმ დილას მისი კომენტარი არაადეკვატურად გამოჩნდა.

თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ეს გამონაკლისი არ ყოფილა და ქართული პოლიტიკა, პოლიტიკოსების წყალობით, წლებია ამგვარი ”მარგალიტებით” განებივრებულია. წარმოგიდგენთ სხვადასხვა დროს პოლიტიკოსების მიერ ნათქვამ ფრთიან ფრაზებს.

მიხეილ სააკაშვილი:

”ჩვენ მოვახერხეთ ბაკურიანის სრული განათება წელს, მაგრამ მომავალ წელს უფრო გავანათებთ”.

”მეთერთმეტე კლასელთა გამოსაშვებ ბალზე ვიყავი”.

”ყველამ იცოდეს, რომ ოქრუაშვილი ერთი ღამით თითოეულ სამხედრო ბანაკში იქნება მოულოდნელი სტუმარი”.

ირაკლი ღარიბაშვილი:

”კრიზისები ზოგჯერ ხელოვნურად უნდა შევქმნათ, რომ მენეჯერები შევაფასოთ”.
”ცოლის ნათესავი ნათესავი არ არის”.

”არავის სჭირდება მერაბიშვილის გატაცება, ის ძალიან კარგად ზის და კარგად იჯდება”.

ვანო მერაბიშვილი:

”დამნაშავეები მძიმე მდგომარეობაში არიან, რადგანაც მათ ჩვენ აღმოვუჩინეთ დახმარება”.

”ჩვენს პოლიციელებს ბრძანების მიცემა არ სჭირდებათ. ისინი ისედაც ყველანაირ ბრძანებას ასრულებენ”.

”სამინისტროში მობილიზებულია სამინისტრო!”

”მნიშვნელობა არა აქვს, ჩვენი თანაპარტიელია, თანამოაზრე თუ თანამეგობარი, თუ დააშავა, მაინც დავიჭერთ.”
”მიმდინარეობს თანამშრომლობა დაკავებული თანამშრომლის მხრიდან”.

შალვა ნათელაშვილი:

“მიშამ 1000-კაციანი ტერორისტული დაჯგუფება გამომიგზავნა სალიკვიდაციოდ”.
”როგორც პატარძალს არ ასცდება პირველი ღამე, ისე მიშას – გადადგომა”.

შალვა ნათელაშვილი:

როგორც დიდმა ილიამ ბრძანა, ფურთხის ღირსი ხარ შენ, საქართველოვ!

დათო აქუბარდია:

ბატონო შალვა, ეგ აკაკიმ თქვა…

შალვა ნათელაშვილი
:

კი, აკაკიმ თქვა, მაგრამ ილიაც დაეთანხმა.

ალექსანდრე ჭიკაიძე:

”ამოღებულ იქნა 2 ტონა და 790 კგ თხევადი ნარკოტიკული საშუალება, გერაინი, რომელიც ევროპის… დავინტერესდი, მოვიკვლიე, ევროპაში არ ამოღებულა იქით… ეს არის ავღანური წარმოშობის ნარკოტიკი, რომელიც მიეკუთვნებოდა თალიბანს, ამის გადატანა ხდებოდა ევროპის მიმართულებით და ამ თანხებით კიდევ ხდებოდა ამ თალიბანის, ამ პიროვნების დაფინანსება”.

დავით საგანელიძე:

”კახი კალაძე თქვენც დაგანახვებთ, მეც დამანახვებს და მთელ მსოფლიოსაც დაანახვებს.”

კახი კალაძე:

”წელიწად-ნახევრის წინ ჩვენ აღვადგინეთ ძალადობა და უსამართლობა”.

ბიძინა ივანიშვილი:

”და, და, ია პომნიუ ვაშუ გადაცემუ”.

”კოჰერიტაცია ახალი სიტყვაა ჩემთვის”.

”ზედმეტი მიჭირხვნით საკუთარ თავს ვაზარალე”.

”შევეცდებით, რომ გურულებს დავუბრუნოთ ღირსება და იმაზე მეტი ღირსება, რაც მათ ეკუთვნით”.

”ხეს უძახეს, ხმა, ხმა და გახმაო”.

”ჩვენ კარტოფილს გლეხები ვიღებდით, სათესლეს ვიტოვებდით და წლიდან წლობამდე ამას ვბუდნიდით”.

”მე მახსოვს, ვიხუმრე კარგად, ძალიან წარმატებულად”.

”მე მგონია, რომ რუსეთს დიდი ნასტალგია აქვს საქართველოზე”.

”ორი-სამი პროცენტი იმის ალბათობაც არის, რომ უკაცრავადა ვარ და უბედურება დატრიალდეს”.

”იმ ცვლილებებით, რაც მათ გააკეთეს, ჩვენ ბევრი არაფერი აღარ მოგვერგება, ერთადერთი, მოხდება ის, რომ გაჩნდება მომავლის იმედი, ის, რომ რაღაც კანონს გაუწევენ ანგარიშს და კანონიერების ფარგლებში ჩაგორდებიან”.

”ჩვენ ვაკეთებთ ნებიერად და მოვდივართ ზომიერად”.

გოგი თოფაძე:

”ბატონმა ბიძინამ გვითხრა, ხალხს არ მოპაროთო. თუ ოჯახში რამე გაგიჭირდებათ, მე მითხარით და დაგეხმარებითო”.

ნოდარ ხადური:

”შიდა შოკები არ გვაქვს, გვაქვს პატარა ”შოკუნიები”.

”თუ იქნება კარტოფილის კარგი მოსავალი, გაიზრდება პენსია”.

წყარო: http://www.reitingi.ge

FB კომენტარები

კომენტარი