ქართველი პარლამენტარი ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატზე – რა მოიგო ლუკა კურტანიძემ საბერძნეთში?  (ვიდეო)

63
SHARE

ქართველი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ვეტერან მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობს. ჩემპიონატს საბერძნეთის დედაქალაქი ათენი მასპინძლობს. მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი კურტანიძემ,  რომელიც საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ასპარეზობს, ვეტერანთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა მოიგო. გამარჯვება იზეიმეს ასევე ვეტერანმა მოჭიდავეებმა – ჯემალ კილაძემ და თეიმურაზ ხაბაძემაც.

ჩემპიონატი თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ტარდება და  18 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

FB კომენტარები

კომენტარი