ქართველი ექიმისა და ლიტველი გოგონას ამბავი, რომელმაც 33 წლის წინ საბჭოთა კავშირი შეძრა

3469
SHARE

…ის სამი წლის ბავშვი იყო, სახელად რასა, ლიტვის სოფლიდან. ექიმი – ახალგაზრდა ქირურგი რამაზ დათიაშვილი. ამ ხმაურიანმა ისტორიამ ისინი 31 წლის წინ გააერთიანა. პატარას ბედზე მაშინ მთელი საბჭოთა კავშირი ღელავდა.

“მაშინ ყველაზე მოსაწყენი, რუხი ცხოვრება ჰქონდა, ამიტომ ხალხს ძალიან უნდოდა კარგი ისტორიის მოსმენა და მათ ეს ისტორია მოისმინეს”, – ყვება რამაზ დათიაშვილი.

…1983 წლის ზაფხული. ლიტვა. ტრაქტორისტ ვიტაუტას პრასციავიჩუსის ყველა მეზობლის გაზონი უკვე გაკრეჭილია, მასთან კი გაუვალი მინდორია. სამსახურის შემდეგ მან ტრაქტორს საკრეჭი მიაბა, მოტორი დაქოქა და ამ დროს შვილები, რასა და მისი ტუპისცალი და მინდვრის მაღალ ბალახიან მონაკვეთში ჩაიკარგნენ. კივილმა მოტორის ხმა გადაფარა. ტრაქტორიდან გადმოსულ მამას წინ რასა და გვერდით გოგონას ორი ფეხი დახვდა. სოფელში ტელეფონი არ იყო, მალე ღამდებოდა. მაგრამ 12 საათში ტრაქტორისტის გოგონა საბჭოთა კავშირის დედაქალაქში ცივ საოპერაციო მაგიდაზე იწვა.
საგანგებოდ გამოფრენილ თვითმფრინავს საჰაერო კორიდორი მოსკოვამდე გაუწმინდეს. დისპეჩერებმა იცოდნენ, რომ ცარიელ სალონში პატარა მგზავრი იმყოფებოდა, ხოლო გვერდითა სკამზე გაყინულ თევზთან ერთად ჩაწყობილი ფეხები. საავადმყოფოში ახალგაზრდა ქირურგი დათიაშვილი სახლიდან გამოიძახეს.

“უფროსობა თანხმობას არ მაძლევდა, არავის გაუკეთებია აქამდე ასეთი ოპერაციაო, მეუბნებოდნენ. 12 საათი იყო ტრაგიკული ინციდენტიდან გასული. როგორც იქნა, მოიყვანეს პაციენტი. ვყვიროდი, ფეხები სადაა-მეთქი. ფეხები გაყინული იყო, ძირს თევზები ცვიოდა. ერთი ამოსუნთქვით ჩავატარე ოპერაცია. არტერიას არტერიას ვაკერებდი, ნერვს, კუნთს” – იხსენებს დათიაშვილი. ოთხ საათში მისი დამხმარეები, რომლებიც ძლივს იპოვნა ღამით მოსკოვში – მედდა ლენა ავტონუკი და ექიმი ბრანდი ოპერაციას გამოეთიშნენ. რამაზი მარტო ადებდა ნაკერებს.

ოპერაციის დაწყებიდან ცხრა საათის შემდეგ, როდესაც ბოლო ნაკერი დაადო, პატარა ფეხები ქირურგის ხელში გათბა. “ვამაყობ, რომ შევძელი ამ მისიის შერულება” – ამბობს ექიმი. ამავდროულად ათასობით თანამემამულე ადევნებდა თვალყურს პატარა რასიტას გამოჯანმრთელებას. როგორ გამოვიდა ნარკოზიდან, როგორ მოხსნეს გიფსი, როგორ სწავლობდა ხელახლა სიარულს, როგორ იზრდებოდა ყველას გასახარად. სრულიად უცნობი ხალხი მთელი ქვეყნიდან უგზავნიდნენ მას და მის მშობლებს წერილებს, სათამაშოებს და ხილს.

რასიტამ თითქმის ათი წელი გაატარა საავადმყოფოებსა და სანატორიუმებში, ის ყველას შვილი გახდა. საბჭოთა დანაყოფის ქალიშვილი. ლოთ მშობლებს ბავშვი მოაშორეს და ახალი ოჯახი მოუძებნეს.

დღეს რასიტა პატარა გერმანულ ქალაქში ცხოვრობს. რომ არ იცოდე და ძალიან რომ არ დააკვირდე, ვერც შენიშნავ, რომ გოგონა ცოტათი კოჭლობს. ის არ ატარებს კაბებს და ბიკინის. დისკოთეკებზე ცოტა ხნით ცეკვავს – მალე იღლება. სპეციალური ფეხსაცმლით დადის, ერთი ფეხი ცოტათი მოკლე აქვს. ცდილობს არ იფიქროს იმ ისტორიაზე, რომელმაც მთელი საბჭოთა კავშირი შეძრა.

განაგრძეთ  კითხვა:http://www.ambebi.ge 0ba7fb9ef3-images-new_photo-axali_photos2-society-ramaz-datiashvili 52a4e3782a-images-new_photo-gggggg_e4510

FB კომენტარები

კომენტარი