ქართველი გოლიათის კიდევ ერთი წარმატება – ჭაბუკა ჭიღლაძე ევროპის თასის ვიცე-ჩემპიონია (ფოტო,ვიდეო)

728
SHARE

ქართველი გოლიათი ჭაბუკა ჭიღლაძე ევროპის თასის ვიცე-ჩემპიონი გახდა ამის შესახებ ინფორმაციას Georgian Strongman & Mas-wrestling Federation – ოფიცილაური გვერდი ავრცელებს:

“პირველ  დეკემბერს, ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში ევროპის 2019 წლის თასის გათამაშების ფინალური ეტაპი გაიმართა სადაც ქართველმა სთრონგმენმა ჭაბუკა ჭიღლაძემ წარმატებით იასპარეზა.

პირველი ორი მოძრაობის შემდეგ ქართველი მძიმეწონოსანი ლიდერობდა, პირველ მოძრაობა მორის აწევაში ჭაბუკამ 180-კილოგრამი წონა დაძლია, შემდეგ იყო ფერმერის გასეირნება, სადაც ჭაბუკამ მესამე ადგილი დაიკავა.

შემდეგი მოძრაობა იყო ესტაფეთა, სადაც სტრონგმენებს ურთულესი მისიები ჰქონდათ, მათ შორის 150-კილოგრამიანი ფარის 20 მეტრზე გაწევა. სწირედ ამ დროს, ჭაბუკა თიაქარმა შეაწუხა, ბევრი ქულა დაკარგა და მეექვსე ადგილი დაიკავა. შემდეგ 400 კილოგრამიანი ჩემოდნები ამოწია 14-ჯერ და ამ მოძრაობაში მეორე ადგილი დაიკავა.

ასევ ესტაფეთა იყო, სადაც სპორტსმენებს ჯერ 400-კილოგრამიანი საბურავი უნდა გადაებრუნებინათ 5-ჯერ, შემდეგ კი 120-კილოგრამიანი ჯაჭვი ეთრიათ 20 მეტრზე. ჭაბუკას ტრავმა კიდევ უფრო გაურთულდა და შესაძლებლობები სრულად ვერ წარმოაჩინა. საბოლოო ჯამში, ქართველმა სტრონგმენმა შესანიშნავად იასპარეზა და 18 სპორტსმენში მე-4 ადგილი დაიკავა.

2019 წლის ევროპის თასის გათამაშება 4 ეტაპისგან შედგებოდა და მათ შორის ერთი თბილისში, 7 ოქტომბერს ჩატარდა სადაც ჩვენმა გოლიათმა აბსოლუტური გამარჯვება მოიპოვა. ჭაბუკამ მხოლოდ ორ ეტაპში მიიღო მონაწილეობა, ორი კი გამოტოვა. შედეგად, საერთო ჩათვლაში მე-2 ადგილი დაიკავა”.

🏆🇺🇦 Gazaiev Valerii (Ukraine) – 12
🥈🇬🇪 Chabuka Chigladze (Georgia) – 11
🥉🇵🇱 Konrad Paszkiewicz (Poland) – 10

ევროპის თასის ვიცე-ჩემპიონის ჭაბუკა ჭიღლაძეს გამოსვლის ვიდეო ვილნიუსში ფინალურ ეტაპზე :

 

 

 

FB კომენტარები

კომენტარი