ქართველი “გაქცეული პატარძლები” – ცნობილები, რომლებმაც ქორწინებაზე გადამწყვეტ მომენტში თქვეს “არა!”

568
SHARE

დაქორწინების გადაწყვეტილებას ზოგი დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, ზოგიც ნაჩქარევად იღებს. არჩევანის გაკეთება ადამიანზე, რომელთანაც მთელი ცხოვრება უნდა გავატაროთ, ყველაზე რთულია. არის შემთხვევები, როცა სწორედ გადამწყვეტ მომენტში ამბობს ადამიანი უარს ქორწინებაზე. Ambebi.ge ამ სტატიაში სწორედ ასეთ ცნობილ ქართველებზე მოგითხრობთ.

ნინო დარასელი
ნინო დარასელის ჩაშლილი ქორწინების ისტორია მთელმა თბილისმა იცის. ჟურნალისტი სტუდენტობის დროს შეყვარებული იყო, დაქორწინებასაც გეგმავდა, თუმცა მოულოდნელად ქორწინება გადაიფიქრა და ნიკა ბერიძეზე იქორწინა. წყვილს ახლა ორი შვილი, ზაზუკა და მარიტა ჰყავს. ნიკას და ნინოს ქორწინება მყარი გამოდგა და ახლაც ბედნიერი ოჯახი აქვთ.

სალომე ჭაჭუა და გიგი გაჩეჩილაძე
სალომე ჭაჭუას და გიგი გაჩეჩილაძეს მრავალწლიანი სიყვარული აკავშირებდათ. ორივე მოცეკვავეა, ერთმანეთი სტუდია “თელაში” გაიცნეს. მათი სიყვარულის ისტორია ოჯახებმაც იცოდნენ და არც წყვილი ერიდებოდა საკუთარ გრძნობებზე საჯაროდ საუბარს, მაგრამ… მათი სიყვარული მოულოდნელად დასრულდა.
ამბობდნენ, რომ გიგი სალომემ მიატოვა და მსახიობ გიორგი ვარდოსანიძეში გაცვალაო. სალომემ და გიორგიმ ერთმანეთი “ცეკვავენ ვარსკვლავებში” გაიცნეს. მაშინ გიორგიც შეყვარებული იყო. მსახიობი თამთა შალამბერიძეს ხვდებოდა. თავდაპირველად სალომე და გიორგი მათ შესახებ გავრცელებულ ჭორებს უარყოფდნენ, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ სიყვარულის ამბავი საჯაროდ განაცხადეს და იქორწინეს კიდეც. ამბობენ, რომ გიგი გაჩეჩილაძემ სალომეს დაკარგვა მძიმედ გადაიტანა, დეპრესიაში იყო, ცეკვაც აღარ უნდოდა, მაგრამ რთული ეტაპი მალე გადალახა და სცენასაც დაუბრუნდა, სალომემ და გიორგიმ კი იქორწინეს.

ლიკა ლაბაძე
ლიკა ლაბაძეს სევდიანი სიყვარულის ისტორია აქვს. ის რამდენიმე წლის წინ ამერიკაში მცხოვრებ ქართველზე აპირებდა დაოჯახებას, მაგრამ დაქორწინება ტელეწამყვანმა თვითმფრინავის ტრაპთან გადაიფიქრა. ლიკა ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა საერთო მეგობრების დახმარებით გაიცნო, ანებივრებდა ძვირფასი საჩუქრებით, ლიკას ხელი ამერიკაში თვითმფრინავთან სთხოვა, მაგრამ სწორედ მაშინ, როცა ლიკას თანხმობა უნდა ეთქვა დაქორწინებაზე, უარი განაცხადა და თბილისში წამოვიდა. ამის გამო ლიკა დიდხანს იყო დეპრესიაში.

თამუნა მუსერიძე
თამუნა მუსერიძეს პირველი შეყვარებული სწორედ მაშინ დაშორდა, როცა ის მოიტაცეს. 16 წლის თამუნა მაშინ ერთ-ერთი ცნობილი სპორტსმენის შეყვარებული იყო, მათი ამბავი ოჯახებმაც იცოდნენ. მაგრამ ტელეწამყვანი მეგობრის სახლიდან უცნობმა მამაკაცმა მოიტაცა და კახეთში გადამალა, საიდანაც რამდენიმე დღის შემდეგ გამოიქცა. თბილისში დაბრუნებული კი შეყვარებულმა მიატოვა. უცნობმა მამაკაცმა თამუნა ერთი წლის მანძილზე, რამდენჯერმე მოიტაცა, ქორწილისთვისაც ემზადებოდა მისი ოჯახი, მაგრამ ტელეწამყვანი ყოველთვის ახერხებდა მისგან გამოქცევას.

FB კომენტარები

კომენტარი