ქართველი “გამბაზრებელი” გოგონები…

207
SHARE

ბავშვობიდან მაქვს ფობია ჭორიკანა ბიჭებზე, მისი ყველა სექსუალური დეტალი, თუ პარტნიორის ვინაობა და პოზები – სრულიად უბანმა რომ ზეპირად იცის, რაც მთავარია ასჯერ უფრო „გაუმჯობესებული“ ფორმით და ათასი დანამატით…
საბედნიეროდ, 1 ბიჭი მეგობარიც კი არ მომეძებნება სამეგობროში, ვისაც ოდესმე მაინც მსგავს თემებზე უსაუბრია (ვგულისხმობ პრივატულ დეტალებს). ჯანდაბას, კარგი სექსის ისტორია შეიძლება ზოგადად მოყვნენ და ემოცია გააზიარონ, მაგრამ ვინაობის დასახელებისას – დუმილი უპირობოა და ეს ძალიან მომწონს, ამდენი მოლაყბე და სავაუდოდ დიდი ვერაფერი შესაძლებლობების თუ პრაქტიკის მქონე ბიჭების ფონზე.
ისიც მომეჩვენა, რომ ამ მხრივ საქართველოში შეიცვალა მდგომარეობა, სხვა ქართველი ბიჭებიც მიხვდნენ, რომ ეს „ტეხავს“, რომ სექსუალური პარტნიორების რიცხვით ვერავის გააოცებ, რომ არავის მოგვწონს „გამბაზრებლები“ და ჰა, მაქსიმუმ უახლოეს მეგობრებს მოუყვნენ ჩურჩულით.
ერთი შეხედვით, ყველაფერი კარგად იყო, მანამ, სანამ…
…სანამ ერთხელაც, ნაცნობ გოგონებთან ერთად არ დავლიეთ და გული არ გადავუშალეთ ერთმანეთს… სადაც მე გავიგე, რომ:
ვინმე გიორგის 8 სმ აქვს და რამე ხდება თუ არა, ვერც იგებ პროცესში

  • რომ ვინმე ჯემალი საოცარ კუნილინგუსს აკეთებს
  • რომ ვინმე იოსების სექსი მაქსიმუმ 3 წუთს გრძელდება
  • რომ ვახტანგს მთელი საათი, წვალების მიუხედავად არაფერი გამოუვიდა და პარტნიორს სთხოვდა არავის უთხრაო
  • რომ ვინმე მაიას ქმარი პირველ ღამეს ისე დათვრა, რომ ორივე მოკვდნენ წვალებით…
  • რომ ნათიას ქმარს თვეში ერთხელ აქვს სექსი ცოლთან და სექსოლოგთან კიდევ ცოცხალი თავით არ მიჰყვება

მოკლედ, თქვენი რაინდობის ამბები, ჩათვალეთ, რომ კარგ შემთხვევაში სადაქალომ მაინც იცის, ან უარეს შემთხვევაში – ჰა, ჩემნაირმა სამი საათის გაცნობილმა ბიჭებმა.
მერე სხვა ბიჭებთან გავიარე და აღმოჩნდა, რომ ყველა სამეგობროში, ბლომად მოიძებნებიან გოგონები, ვინც მუდმივად მსგავს თემებზე „ჭორაობენ“.
ჰოდა, არაფერი ისეთი, უბრალოდ ქმრებო, რომლებიც აბაზანიდან გამოსულები, ცოლის დაქალებთან პირსახოცს იფარებთ… ტყუილად თავს ნუ შეიწუხებთ, შეგიძლიათ შიშველმაც გაიაროთ, რამე თუ მათ ისედაც ზეპირად იციან რა ხდება პირსახოცს მიღმა, შეიძლება თქვენზე უკეთესადაც კი.
ცალკე თემაა ქალწული სამეგობროს მიერ გამოკითხვა პირველი დაქორწინებული მეგობრის (აუ გოგო, მოყევი როგორი იყოოო) და იმის აღტაცებული (ან არც ისე) კომენტარები.
მოკლედ, ამ სიბერეში აღმოვაჩინე, რომ ჭურში ვიჯექი, ან უბრალოდ მეგობრებში გამიმართლა და მათი უმრავლესობა ღირსეულად ეკიდება პარტნიორის პრივატულობას.
ნებისმიერ შემთხვევაში – სასაცილოც არის და სატირალიც… (ვისთვის როგორ). 🙂

წყარო: http://www.guramsherozia.com

FB კომენტარები

კომენტარი