ქალს ორგაზმის მიღებაში ჩულქები დაეხმარება

529
SHARE

მეცნიერებმა სექსუალური კმაყოფილების მიღწევის ახალ მეთოდს მიაგნეს…

ნიდერლანდელმა მეცნიერებმა კვლევის დროს დაადგინეს, რომ სექსუალური კმაყოფილების მიღწევაში ქალებს ჩვეულებრივი ჩულქები დაეხმარება. როგორც გაირკვა, ქალები, რომლებიც კაცთან სექსუალური კავშირის დროს ჩულქებს არ იხდიან, ორგაზმს 60%-ით ხშირად აღწევენ. სპეციალისტები ამ ფენომენს იმით ხსნიან, რომ წინდებში ჩაცმული ქალი თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობს. მისი ფიქრები მხოლოდ სიამოვნების მიღებისკენ არის მიმართული.

ამავე დროს ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქალებს ყველაზე მეტად ტკბილეულისა და კიტრის არომატი იზიდავთ.

კანადის სპეციალისტების დაკვირვებით, ქალები უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ არა სიცოცხლით სავსე, მხიარულ კაცებს, არამედ მოწყენილებსა და სევდიანებს. ქალების აზრით, ამგვარი კაცები მათ უფრო გამოადგებათ მუდმივ პარტნიორებად, რადგან მათ შეუძლიათ, დანაშაულის გრძნობა აღიარონ.

ავსტრალიელმა მეცნიერებმა კი დაადგინეს, რომ, კაცების აზრით, ქალები ყველაზე მიმზიდველები მაშინ არიან, როდესაც მუსიკას უსმენენ.

ხოლო შოტლანდიელი სპეციალისტების მტკიცებით, ჰეტეროსექსუალი ქალები პარტნიორებად საკუთარ ძმაზე ფიზიკურად მიმსგავსებულ კაცებს ირჩევენ.

წყარო:funtime.ge

FB კომენტარები

კომენტარი