ქალს ბატი დაეცა, რის გამოც ის ავარიაში მოჰყვა (ვიდეო)

39
SHARE

ჩინეთში სკუტერით მოძრავ ქალს ბატი დაეცა, რის გამოც ის ავარიაში მოჰყვა. აღნიშნული ფაქტის შესახებ ვიდეოს Daily Mail-ი ავრცელებს.

ქალმა წონასწორობა ვერ შეინარჩუნა, ბატი დაეცა და თავი გზის პირას მდგარ ავტომობილს დაარტყა. მან დაზიანებები მიიღო, რის შედეგადაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც პოლიციისთვის გახდა ცნობილი, ბატი ერთ-ერთი შენობის თავზე განთავსებულ გალიაში ცხოვრობდა. ბატის მფლობელმა დაზარალებულს ზიანი აუნაზღაურა.

FB კომენტარები

კომენტარი