ქალმა ორი წლის ბიჭი უცნობების სახლის კართან დატოვა და გაიქცა (ვიდეო)

82
SHARE

აშშ-ში ტეხასის პოლიცია ეძებს ქალს, რომელმაც ორი წლის ბიჭი სხვის სახლის კართან დატოვა და გაიქცა. აღნიშნული სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. კადრებში ჩანს, რომ ქალი სახლის ზარს რეკავს, შემდეგ კი სწრაფად მირბის.
თავდაპირველად, პოლიციის თანამშრომლებმა ივარაუდეს, რომ ბავშვი დედამ მიატოვა, მაგრამ, მოგვიანებით, გაირკვა, რომ ასე არ არის. როგორც აღმოჩნდა, დედას ექიმთან წასვლა მოუწია და ახლობელ ქალს ბავშვთან დარჩენა სთხოვა. ქალმა კი სრულიად არაადეკვატური რამ მოიფიქრა: მან ჯერ ბავშვის მამასთან დატოვება სცადა, რომელიც ცალკე ცხოვრობს, მაგრამ ის სახლში არ აღმოჩნდა. მაშინ ქალმა პირველივე შემხვედრ სახლთან გააჩერა მანქანა, ბავშვი დატოვა და გაუჩინარდა.
საბედნიეროდ ბიჭს არანაირი საფრთხე აღარ დამუქრებია, ხოლო იმ ქალს, რომელიც ასე უდიერად მოეპყრო პატარას, პოლიცია ეძებს. მას ბრალს შტატის კანონმდებლობის იმ მუხლით წარუდგენენ, რომლის მიხედვითაც, მცირეწლოვნის დატოვება საფრთხის შემცველ გარემოებებში სამართლებრივად ისჯება.

FB კომენტარები

კომენტარი