ქალმა ეჭვიანობის ნიადაგზე მეგობარი მამაკაცი სამურაის ხმლით დაჩეხა (ფოტო)

96
SHARE

ქალს, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე მეგობარი მამაკაცი სამურაის ხმლით დაჩეხა, 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ვაშინგტონში მცხოვრებმა 31 წლის ემილი ჰავიერმა 30 წლის ალექს ლოველს მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, თუმცა ის სასწაულებრივად გადარჩა.
როგორც ირკვევა, ქალმა იმის გამო იეჭვიანა, რომ სოციალურ ქსელ „ტინდერში“ ალექსის პროფილი აღმოაჩინა. ამის მერე ის სავაჭრო ქსელში წავიდა და იქ სამურაის ხმალი იყიდა, ბოიფრენდის მოკვლას კი მთელი კვირა გეგმავდა. ქალი დაელოდა, თუ როდის დაიძინებდა მამაკაცი და შემდეგ მას თავს დაესხა.
როგორც ლოველი იხსენებს, ის ვიდეოთამაშების და „კუნგ ფუ“ ფილმების სიყვარულმა იხსნა. მან შეძლო განრისხებული და ჭკუადაკარგული ქალის მოგერიება, თუმცა მრავლობითი ჭრილობები მიიღო. დასისხლიანებული მამაკაცი ბინიდან გაიქცა, მან შველა ითხოვა, მოგვიანებით კი ემილი ჰავიერი დააკავეს. ექიმებმა ძალიან რთული ოპერაციების შედეგად შეძლეს მამაკაცის ხელის მტევნების და მყესების გადარჩენა. ლოველმა კლინიკაში მრავალთვიანი რეაბილიტაციის კურსი გაიარა.
საქმის პროკურორების თქმით, ეს წარმოუდგენლად სასტიკი თავდასხმა იყო.

FB კომენტარები

კომენტარი