ქალი სამ შვილთან ერთად მდინარემ წაიღო ( ვიდეო)

254
SHARE

კარენ ბუნგალანი და მისი სამი შვილი სარეცხის რეცხვის დროს, მდინარე ტამუგანში ჩაცვივდნენ.
შემთხვევა ფილიპინებზე მოხდა. სწრაფმა დინებამ ისინი ხიდისკენ წაიღო. საბედნიეროდ, მათ თავის შეკავება შეძლეს.
ქალის და მისი შვილების დასახმარებლად ორი ადამიანი გაემართა. როგორც შემდეგ გაირკვა, ერთ-ერთი მათგანი მეხანძრე იყო, მეორე კი – სატვირთოს მძღოლი.
კადრებში ჩანს, რომ ორი ადამიანი თოკის დახმარებით ხიდიდან ჩავიდნენ და განსაცდელში მყოფი ადამიანები უვნებლად ამოიყვანეს. სამაშველო ოპერაციის დროს, ბავშვებმა მხოლოდ მცირე ნაკაწრები მიიღეს.

 

 

FB კომენტარები

კომენტარი