ქალი, რომელსაც სმარტფონი სულ ხელში ეჭირა, თითებს ვეღარ ამოძრავებდა (ვიდეო)

118
SHARE

ჩინეთის ქალაქ ჩანშას მკვიდრმა ქალმა, რომელიც სმარტფონს ხელიდან ერთი კვირის განმავლობაში არ უშვებდა, თითები გაუშეშდა. ამის შესახებ AsiaOne იუწყება.
როგორც ირკვევა, ქალი შვებულებაში გავიდა და მთელი დღეები ტელეფონი ეჭირა ხელში, მას მხოლოდ ღამით ანებებდა თავს. გარკვეული დროის შემდეგ, მას მარჯვენა ხელის მტევანი ასტკივდა და თითები აღარ ემორჩილებოდა.
როგორც ექიმებმა მას განუმარტეს, თითების გაშეშების მიზეზი არის ტენოსინოვიტი – მყესების ანთება, რასაც ერთი და იგივე მოძრაობის მრავალჯერ გამეორება იწვევს.
ახლა პაციენტს თითებს თავისუფლად ამოძრავებს, თუმცა მან მიიღო გაფრთხილება იმის შესახებ, რომ აუცილებელია სმარტფონის პერიოდულად გადადება და ხელების დასვენება.

 

FB კომენტარები

კომენტარი