ქალი, რომელსაც რამდენიმე თვის სიცოცხლე დარჩა, თავისი კატების დაბინავებას ცდილობს

103
SHARE

ქალბატონი, რომელიც ათასობით მიტოვებულ კატაზე ზრუნავდა, ცდილობს ახლა მასთან მყოფი შინაური ცხოველები სასწრაფოდ გააჩუქოს, რადგან თავად მხოლოდ რამდენიმე თვის სიცოცხლე დარჩა.
შვიდი კვირის წინ მარლინ ბრიუერს ექიმებმა ბოლო სტადიის ფილტვის კიბო დაუდგინეს. დიდ ბრიტანეთში, ლანკაშირში მცხოვრები 64 წლის ქალბატონს, რომელმაც ორგანიზაცია „კატები კრიზისში“ დააფუძნა, ბოლო პერიოდში სახლში 70-მდე კატა ჰყავდა. თუმცა, მას მერე რაც მან საზოგადოებას თავისი მდგომარეობის შესახებ შეატყობინა და ხალხს სთხოვა, მისი კატები უპატრონოდ არ დაეტოვებინათ, უამრავმა ადამიანმა მისი თხოვნა შეისმინა.
დღეს მასთან 40 კატაა დარჩენილი.
მერლინი 4 შვილის დედაა. მან ორგანიზაცია „კატების კრიზისი“ 21 წლის წინ დააარსა. ის ცდილობდა მიტოვებული კატებისთვის კარგი პატრონები ეპოვა, თუმცა არაერთი მიუსაფარი ცხოველი სახლში ჰყვდა შეკედლებული.
მან ადგილობრივ მედიას, რომელმაც მისი ისტორია გულთან მიიტანა, უამბო, რომ დიაგნოზმა სასოწარკვეთაში ჩააგდო, თუმცა თავის ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა ძალას მატებდა.
„მათთან დამშვიდობება საშინელებაა. სამწუხაროდ, ერთ-ერთი ფისო, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, გასულ კვირას დავაძინეთ. ეს საშინელება იყო. ამასთანავე, იმდენი ადამიანი მოდის, ვისაც ჩემი კატების წაყვანა სურს, მე ეს გულს მიჩუყებს. დარწმუნებული ვარ, ყველა მათგანს კარგი პატრონი ეყოლება”, – თქვა ბრიუერმა​
მერლინის თქმით, როცა მან დიაგნოზი გაიგო, პირველი რაზეც იდარდა იყო ის, რომ თავისი ცხრა შვილიშვილისთვის საშობაო საჩუქრების ჩუქებას ვერ მოასწრებდა.
„ მე ვიკითხე – რამდენი მაქვს დრო? ახლავე უნდა მოვასწრო საშობაო საჩუქრების ყიდვა ჩემი შვილიშვილებისთვის; ექიმმა მითხრა, რომ მართლაც, ჯობია ეს ახლა გავაკეთო. ამიტომაც ავდექი და ორ დღეში ყველაფერი შევიძინე.
ახლა მერლინი ქიმიოთერაპიის კურსს გადის და თავს სუსტად გრძნობს. ამბობს, რომ კატები ამ გზის გავლაში ეხმარებიან: უბრალოდ მიყვარს ისინი, მათთან თამაშით და მოფერებით ძალიან ვმშვიდდები.

Comments

comments