ქალი ორმა სამხედრომ სიკვდილისგან იხსნა (ვიდეო)

65
SHARE

ინციდენტი ჩინეთში, გუანჯოუს საერთაშორისო აეროპორტში მოხდა. ქალი 10 მეტრის სიმაღლის პლატფორმაზე 10 წუთის განმავლობაში გარედან იყო ჩამოკიდებული. აეროპორტში მყოფი ორი სამხედრო მიხვდა ქალის ჩანაფიქრს და მის დასაჭერად მოემზადნენ. როდესაც ქალი გადმოხტა სამხედროებმა იგი ხელში დაიჭირეს და სიკვდილისგან იხსნეს.

ინციდენტის შედეგად ქალს სხეულის მძიმე დაზიანება არ მიუღია. თუმცა დაშავდა ერთ-ერთი სამხედრო, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

FB კომენტარები

კომენტარი