“ქალი მოუტაცია და ქალის მამას ქარები დაუდევნებია გამტაცებლისთვის”

320
SHARE

ჟურნალისტმა ლელა კურდღელაშვილმა სოციალურ ქსელში ბავშვობის ისტორია გაიხსენა და სუბსარქისის ტრადიციაზე ისაუბრა.
“თებერვლის ქარებს თბილისში სუბსარქისს ეძახდნენ, სომეხი წმინდანის სურბ სარქისის სახელზე, რომელსაც ქალი მოუტაცია და ქალის მამას ქარები დაუდევნებია გამტაცებლისთვის. სურბსარქისობას, ქალაქურად სუფსარქისსაც ეძახდნენ, გასათხოვარი გოგოები სულის კაწკაწით ელოდნენ, აცხობდნენ მარილკვერებს პარასკევ საღამოს და ძილის წინ ჭამდნენ, მერე სიზმარში ვინც წყალს დაალევინებდა, ის საბედო იქნებოდა – ვის ახსოვდა ქარი და სუსხი, იყო ერთი ქოთქოთი და მკითხაობა. ერთი ულამაზესი მეზობელი გოგო მყავდა, სომეხი, ჰოდა, დიდის ამბით გადამაწყვეტინა, მემკითხავა. მე იმ მარილკვერის გამომცხობი არ ვიყავი და დედაჩემს როგორ ვეტყოდი 15 წლის გოგო, სამკითხაო კვერი გამომიცხე-მეთქი! მოკლედ, მეცნიერულად მივუდექით საქმეს და ამ გოგომ მწნილი მომიტანა, ესეც მოგაწყურებსო. მოკლედ, დილით არხეინად გამეღვიძა წნილნაჭამს – არც საბედო მოსულა და, სიმართლე გითხრათ, არც წყალი მომწყურებია. სამაგიეროდ ახლა ზუსტად ვიცი, რომ თებერვლის მეორე ნახევარი თბილისში რომანტიკული ქარიშხლის დროა და სადღაც 3-5 დღეს გრძელდება”, – წერს სოცქსელში კურდღელაშვილი.

FB კომენტარები

კომენტარი