„ქალი კატა“ „ტრამპ თაუერში“ ცნობილ დიზაინერს თავს დაესხა

285
SHARE

პლასტიკური ოპერაციების „მოყვარული“, 76 წლის ჯოსლინ ვილდენშტეინი, რომელსაც ჟურნალისტებმა „ქალი-კატა“ დაარქვეს, ნიუ-იორკის ცენტრში მდებარე „ტრამპ თაუერში“ თავის ბოიფრენდს, 49 წლის დიზაინერს, ლოუდ კლეინს ეჩხუბა. „ქალი კატა“ დაკავებულია. გამოცემა “Page Six”-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის უცნობია, რატომ დაესხა ვილდენშტეინი კლეინს თავს. დაზარალებულმა განაცხადა, რომ 76 წლის ქალმა მას სახე დაუკაწრა და შემდეგ მაკრატლით თავს დაესხა. წარმოშობით შვეიცარიელი ჯოსლინ ვილდენშეტეინი ცნობილია იმით, რომ პლასტიკურ ოპერაციებში მილიონებს ხარჯავდა. მას სურდა კატას დამსგავსებოდა. ჯოსლინი მილიარდერ ალე ვილდენშეიტზე იყო დაქორწინებული, 2008 წელს ალეკი გარდაიცვალა.

FB კომენტარები

კომენტარი