ქალების სილამაზის კონკურსში მონაწილეობა ბიჭმა მიიღო და ფინალამდე გავიდა

248
SHARE

ქალების სილამაზის კონკურსში “მის ვირტუალური ყაზახეთი” ალმა-ატელი ბიჭი ფინალში გავიდა, ამის შესახებ sputniknews.kz იუწყება.

Илай Дягилев

უცნაური ამბის გმირი 22 წლის ილაი დიაგილევია, რომელმაც კონკურსზე საკუთარი ფოტო გაგზავნა და არინა ალიევა დაირქვა. სურათი ბევრმა მოიწონა და შედეგად, ილაი ფინალამდე მივიდა.

“მე და ჩემმა მეგობრებმა სილამაზეზე ვიკამათეთ და გადავწყვიტე, ამ კონკურსში მიმეღო მონაწილეობა. მე ბუნებრივი სილამაზის მომხრე ვარ, ახლა კი თავადაც ხედავთ, რომ ყველა გოგო ერთმანეთს ჰგავს, ერთნაირ მაკიაჟს იკეთებენ, ერთნაირად იცვამენ და ფიქრობენ, რომ თუ ტრენდებს მიჰყვებიან, ლამაზები არიან. მე ასე არ ვფიქრობ,” – ამბობს ილაი.

მისივე თქმით, როდესაც ფინალამდე მივიდა, მიხვდა, რომ ყველაფერი ძალიან შორს წავიდა და არინა ალიევას შესახებ სიმართლის თქმა გადაწყვიტა. ამის შემდეგ კი კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტმა “ალიევა” სხვა კონკურსანტით ჩაანაცვლა.

ილაი დიაგილევი ცხოვრობს და მუშაობს მოდელად ალმა-ატაში, მონაწილეობს მოდის ჩვენებებში, საკუთარ გუნდთან ერთად ფოტოსესიისთვის სხვადასხვა იმიჯს ქმნის.

წყარო:www.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი