ქალების ინტიმური საიდუმლოები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

1029
SHARE

ზოდიაქოს ნიშნები ერთმანეთისგან თითქმის ყველაფრით განსხვავდებიან. ზოგი მათგანი ფიცხია, ზოგი დინჯი, ზოგი სექსუალურად აქტიურია, ზოგიც ფრიგიდული. ამ სტატიაში კი, ზოგადად, ზოდიაქოს ნიშნის ქალების ინტიმურ დეტალებს შევეხოთ. გთავაზობთ ყველა მათგანის ინტიმურ დახასიათებას.

ვერძ ქალში ორი ურთიერთსაპირისპირო აზრი დომინირებს და ებრძვის ერთმანეთს. მას არ უნდა დომინანტი მეორე ნახევარი, თუმცა არც ნაზი ბაჭია ჭირდება გვერდით. მისთვის მთავარია, ყველაზე კარგი ჰყავდეს გვერდით.

კურო ქალი ძალიან თავშეკავებულია ინტიმურ ურთიერთობებში. ის არასოდეს გაგიმართავთ სცენებს მსუბუქი ფლირტის გამო. ასევე, ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს ძლიერი ვნება არ ახასიათებთ. მათი მატერიალისტური ბუნება იშვიათად ამჟღავნებს ძლიერ გრძნობებს.

ტყუპი ქალი ერთობ ამოუცნობი ინდივიდია. ძნელია გაიგო ვისთან გაქვს ურთიერთობა. იგი ძალიან ტემპერამენტიანია და ვნების ულევი მარაგი აქვს.

კირჩხიბი ვნების ვულკანია. თუ ერთხელ ამოხეთქა, ვერაფერი დაუდგება წინ. მისთვის პარტნიორი ყველაფერზე წინ დგას და მისი ბედნიერებისთვის ყველაფერს აკეთებს.

ლომი ქალი ნამდვილი ძვირფასი ქვაა. აქეთ უნდა ეფერო და ელოლიავო. მისთვის მთავარია სიყვარული და პატივისცემა. თუ მთელ არსებას მიუძღვნით, შეიძლება, მცირედი თვითონაც გაიმეტოს.

ქალწულის ნიშნით დაბადებული ქალები მშვიდ, წყნარ ურთიერთობებს ეძებენ და არა – შმაგ სიყვარულს. ქალწულისთვის მთავარია სტაბილურობა, მყუდრო სახლი და მშვიდი ოჯახი.

ქალი სასწორი ლამაზი თოჯინაა. თბილი, მოსიყვარულე, მეგობრული, ზომიერად ჯიუტი და სამართლიანი ქალია. პირად ურთიერთობებში ძალიან ტემპერამენტიანია და უყვარს ძლიერი ვნება.

მორიელი ქალი ნამდვილი მოსიარულე ინტიმია. მას მამაკაცები ისე ესევიან, როგორც კოღოები სინათლეს. მიზეზი კი მორიელი ქალის მომაჯადოებელი მზერა და ფარული მიზიდულობის ძალაა.

მშვილდოსანი ქალი, ალბათ, ყველაზე პატიოსანია ზოდიაქოს სხვა ნიშნის ქალებთან შედარებით. ის ნამდვილად არ გეტყვით სასიამოვნო ტყუილს, თუმცა უნდა დააფასოთ მწარე სიმართლის თქმის გამო.

ქალი თხის რქა ყოველთვის წინასწარ გეგმავს მომავალს და არ ეშინია არანაირი მძიმე სამუშაოსი. თუ არსებობს მსოფლიოში ქალი, რომელსაც შეუძლია, დაიწყოს ბიზნესი ჯიბეში კაპიკის გარეშე, ეს თხის რქაა! ამ ქალებმა იციან, რომ იმისათვის რომ აღფრთოვანდნენ მათით, ამისათვის ძალ-ღონე არ უნდა დაიშურონ.

ერთი შეხედვით, მერწყული ქალი ქარაფშუტა და ცანცარა ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა ასე არაა. ამ ნიშნით დაბადებული ქალი ნამდვილად ძლიერ გრძნობებს ატარებს გულში. მას თუ ერთხელ შეუყვარდა, სიცოცხლის ბოლომდე მისი ერთგული იქნება

თევზი ქალი ძალიან მოსიყვარულეა. ალბათ, ყველაზე ქალურია ზემოთ ჩამოთვლილ ნიშნების ქალებთან შედარებით. მას ძალიან უყვარს რომანტიკული ურთიერთობები და აფასებს ისეთ პარტნიორს, რომელიც მზად არის, მისთვის ყოველი დღე სიურპრიზებით დაიწყოს.

წყარო: genius.ge

FB კომენტარები

კომენტარი