ქალაქი, სადაც დრო გაჩერდა – უკაცრიელი ჩერნობილი 30 წლის შემდეგ (ფოტოკოლაჟი)

2940
SHARE

აირწინაღების და დამტვრეული თოჯინების სასაფლაო – დრო და სიცოცხლე აქ 30 წლის წინ გაჩერდა. მიტოვებულ ქალაქში ყველაფერი ისევ ისეა, როგორც აქ ათეული წლების წინ იყო. ფოტოები რომლებიც დღეს ბრიტანულმა გამოცემა DAILY MAIL-მა გაავრცელა, დროში გაჩერებულ ქალაქს მოგაგონებთ, რომელიც ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ეს-ესაა მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია ადამიანებმა მოულოდენლად დატოვეს.

უკრაინის ჩრდილოეთით, ბელორუსის საზღვართან, კიევის ოლქში მდებარე ქალაქი, 1986 წელს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიისას იქნა ევაკუირებული. ელექტროსადგური ჩერნობილიდან 14,5 კმ-ში მდებარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი ამჟამად თითქმის უკაცრიელია, რამდენიმე მცხოვრები საკუთარ სახლს მაინც დაუბრუნდა.

0_a71ba_a1a60edf_orig

კატასტროფის უდროობამ, ოფიციალური ვერსიის არასრულობამ და შეუსაბამობამ მრავალი დამოუკიდებელი ინტერპრეტაცია წარმოშვა. ზოგჯერ ტრაგედიის მსვერპლად ითვლება არა მარტო ის მოქალაქეები, რომლებიც ავარიის დროს დაიღუპნენ, არამედ ახლომდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ადამიანებიც. საერთაშორისო ორგანიზაცია „ექიმები ატომური ომის წინააღმდეგ“ ამტკიცებენ, რომ ავარიის შედეგად, ლიკვიდატორებს შორის ათი ათასობით ადამიანი დაიხოცა, ასევე ევროპაში დაფიქსირებულია ახალდაბადებულთა დამახინჯების 10 000 შემთხვევა, 10 000 ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევა და მოსალოდნელია კიდევ 50 000. ორგანიზაცია „ჩერნობილის“ საბჭოს მონაცემებით, 600 000 ლიკვიდატორიდან 10% დაიღუპა და 165 000 დაინვალიდდა. არსებობს საწინააღმდეგო თვალსაზრისი, რომლის თანახმად, „ჩერნობილში დასხივებით დაიღუპა 29 ადამიანი – სადგურის თანამშრომლები და მეხანძრეები, რომლებმაც პირველი დარტყმა მიიღეს. უდიდესი დოზით დასხივდა თითქმის 1000 ადამიანი, ვინც აფეთქების მომენტში რეაქტორთან ახლოს იმყოფებოდა და მონაწილეობას იღებდა ავარიულ სამუშაოებში, აფეთქებიდან პირველ დღეებში. მეოთხე ბლოკში, ავარიული სამუშაოების შემსრულებელ ადამიანებს შორის რეგისტრირებული იყო მკვეთრი რადიაციული დაავადების 134 შემთხვევა. ფარისებრი ჯირკვალი – რადიოაქტიური დაბინძურების შემდგომ კიბოს გაჩენის რისკის მქონე ერთ-ერთი ორგანოა, რადგან მასში იოდი-131 გროვდება. რისკი განსაკუთრებით დიდია ბავშვებისათვის. 1990 – 1998 წლებში რეგისტრირებული იყო ფარისებრი ჯირკვლის კიბოს 4 000 შემთხვევა, განსაკუთრებით მათ შორის, ვინც ავარიის მომენტში 18 წელზე უმცროსი იყო.

UKRAINE/ატომური სადგურის მეოთხე ბლოკში უშუალოდ აფეთქების დროს დაიღუპა ერთი კაცი, კიდევ ერთი დამწვრობებით დაიღუპა იმავე დღეს. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის 134 თანამშრომლიდან და მაშველი ჯგუფის წევრებიდან, რომლებიც აფეთქებისას იმყოფებოდნენ სადგურზე, მოგვიანებით 28 დასხივების შედეგად დაიღუპა.
ავარიის შემდეგ პირველ საათებში, როგორც ჩანს ბევრმა ვერც კი გაიაზრა რამდენად იყო დაზიანებული რეაქტორი, ამიტომ მიღებულ იქნა რეაქტორის აქტიურ ზონაში, მისი გაცივებისათვის წყლის მიწოდების უზრუნველყოფის მცდარი გადაწყვეტილება. ეს ძალისხმევა უსარგებლო იყო, რადგან, ისევე როგორც წყლასადენი მილები, ასევე თვითონ აქტიური ზონა დანგრეული იყო, მაგრამ ისინი ითხოვდნენ მაღალ რადიაციულ ზონაში მუშაობას. სადგურის პერსონალის სხვა ქმედება, ისეთი როგორიც იყო ლოკალური ცეცხლის ჩაქრობა, შემდგომი აფეთქების თავიდან აცილებისათვის არ იყო საჭირო. შესაძლებელია, მათ აღმოფხვრეს კიდევ უფრო სერიოზული შედეგების საშიშროება. ამ სამუშაოების შესრულებისას სადგურის ბევრმა თანამშრომელმა მიიღო რადიაციის მაღალი დოზა, ხოლო რამდენიმემ სასიკვდილო. ამ რიცხვში აღმოჩნდა ბლოკის ცვლის უფროსი აკიმოვი და ოპერატორი ტოპტუნოვი.

APP2000022281187მსოფლიო ატომურმა ენერგეტიკამ ჩერნობილის ავარიის შედეგად, უდიდესი დარტყმა მიიღო. 1986 წლიდან 2002 წლამდე ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში და დასავლეთ ევროპაში არ აშენებულა არც ერთი ატომური ელექტროსადგური. ავარიის შედეგად, სასოფლო სამეურნეო ბრუნვიდან 5 000 000 ჰექტარი მიწა ამოიღეს, ატომური ელექტროსადგურის გარშემო შექმნილია 30 კილომერიანი „განადგურების ზონა“, განადგურებულია და დამარხულია ასობით პატარა დასახლებული პუნქტი. დაბინძურებაში მოჰყვა 200 000 კმ2-ზე მეტი ტერიტორია, დაახლოებით 70% — ბელორუსიის, რუსეთისა და უკრაინის ტერიტორიაზე. რადიოაქტიური ნივთიერება ვრცელდებოდა აეროზოლის სახით.
1986 წლის 26 აპრილს მომხდარი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის ავარია, ეს იყო ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში. ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით.
ავარიის შედეგად გაჩენილმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა გადაიარა სსრკ-ის ევროპული ნაწილი, აღმოსავლეთი ევროპა, სკანდინავია, დიდი ბრიტანეთი და აშშ-ს აღმოსავლეთი ნაწილი. რადიოაქტიური ნალექის 60% დაილექა ბელორუსიის ტერიტორიაზე. დაბინძურებული ზონიდან ევაკუირებული იყო დაახლოებით 200 000 ადამიანი.

chernobyl-nppავარიის მიზეზების გამოძიება დიდი ხნით გაჭიანურდა. ფაქტების ინტერნპრეტაცია და ავარიის ვითარების ანალიზი დროთა განმავლობაში იცვლებოდა და ამიტომ დღემდე მასზე სრული და ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს.
ჩერნობილი უკრაინის დედაქალაქ კიევიდან 110 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ავარიის დროს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მუშაობდა ოთხი რეაქტორი. დაახლოებით 1:23:50 საათზე მომხდარი აფეთქების შედეგად, მოხდა რადიოაქტიური ნივთიერებების გავრცელება. მათ შორის იყო ურანის იზოტოპი, პლუტონიუმი, იოდი-131 (ნახევრად დაშლის პერიოდი 8 დღე), ცეზიუმი-134 (ნახევრად დაშლის პერიოდი 2 წელი), ცეზიუმი-137 (ნახევრად დაშლის პერიოდი 33 წელი) და სტონციუმი-90 (ნახევრად დაშლის პერიოდი 28 წელი). მდგომარეობა უარესდებოდა იმით, რომ სითბოთი ნგრევად რეაქტორში მიმდინარეობდა არაკონტროლირებადი ატომური და ქიმიური რეაქციები. ამას მრავალი დღის მანძილზე თან სდევდა მაღალი რადიოაქტიურობის მქონე ელემენტების წვის პროდუქტების ბზარებიდან ამოფრქვევა და ამით ვრცელი ტერიტორიების დაბინძურება.

208501121უპირველეს ყოვლისა ავარიის მიზეზად დაასახელეს პერსონალი. თავიდან ასევე ამტკიცებდნენ, რომ ოპერატორებმა მრავალი შეცდომა დაუშვეს. ნაწილობრივ, პერსონალის დანაშაული იყო, რომ მათ გათიშეს რეაქტორის დაცვის მთავარი სისტემები, გააგრძელეს მუშაობა სიმძლავრის 30 მეგავატზე დაცემისას და არ გააჩერეს რეაქტორი, იმისდა მიუხედავად, რომ იცოდნენ, რომ რეაქტიულობის ოპერატიული მარაგი დასაშვებზე მეტი იყო.
ახალ ანგარიშში კი, მეტი ყურადღება რეაქტორის კონსტრუქციის სერიოზულ პრობლემებს ეთმობა. თანამედროვე ანგარიშებში, ავარიის მიზეზები შემდეგია: რეაქტორი იყო არასწორად დაპროექტებული და საშიში; პერსონალი არ იყო სავარაუდო საფრთხის შესახებ ინფორმირებული; პერსონალმა დაუშვა რამდენიმე შეცდომა და დაარღვია არსებული ინსტრუქციები რეაქტორის მუშაობით გამოწვეული საფრთხის ინფორმაციის არქონის გამო. დაცვის მექანიზმის გამორთვა, ან არ იმოქმედებდა ავარიის განვითარებაზე, ან არ შეეწინაღმდეგებოდა დოკუმენტების ნორმატივებს.

2D4C2A2A00000578-0-image-a-107_1444563295783 2D4C24A200000578-0-image-a-136_1444563678482 2D4C24BE00000578-0-image-a-116_1444563347235 2D4C24F100000578-0-image-a-130_1444563634317 2D4C25B900000578-0-image-a-119_1444563360558 2D4C28F900000578-0-image-a-105_1444563287900 2D4C280D00000578-0-image-a-108_1444563302350 2D4C293D00000578-0-image-a-127_1444563614781 2D4C246400000578-0-image-a-135_1444563674425 2D4C246800000578-3268348-image-a-164_1444567904853 2D4C252100000578-0-image-a-117_1444563355081 2D4C253900000578-0-image-a-118_1444563357484 2D4C281500000578-0-image-a-106_1444563290742 2D4D4BC200000578-3268348-image-m-167_1444571035156 2D4D4BCF00000578-3268348-image-a-171_1444571101910 2D4D4BD600000578-3268348-image-a-174_1444571171169 1354734882_chernobyl-25-let-nazad-38

FB კომენტარები

კომენტარი