“ქალ­მა, 6 წე­ლი გათხო­ვი­ლი ვარ, მაგ­რამ ქმარ­თან სექ­სი­სას სი­ა­მოვ­ნე­ბა არ მი­მი­ღიაო” – ქარ­თუ­ლი სექ­სო­ლო­გია

414
SHARE

ზოგ­ჯერ ოჯა­ხი ინ­გ­რე­ვა, მაგ­რამ ამის ნამ­დ­ვილ მი­ზეზს არ ახ­მა­უ­რე­ბენ და სხვა ყო­ფით მი­ზე­ზებს ასა­ხე­ლე­ბენ. ხში­რად არც ინ­გ­რე­ვა, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, რომ შე­უღ­ლე­ბი­დან 5, 7, 11 წლის შემ­დეგ ქა­ლი ისევ ქა­ლიშ­ვი­ლია. ამას სექ­სო­ლო­გი­ა­ში ვირ­გო­გა­მი­ას უწო­დე­ბენ და ამ ამ­ბავს წყვი­ლი მა­ლავს.
რა­ტომ მა­ლა­ვენ, ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში შე­უძ­ლია თუ არა სექ­სო­ლოგს დახ­მა­რე­ბა, სა­ერ­თოდ, თუ იცი­ან ადა­მი­ა­ნებ­მა, სექ­სუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მი­სას ვის მი­მარ­თონ, რო­დე­საც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­ახ­ლო­ე­ბით 20 ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი სექ­სო­ლო­გია და მა­თი მიგ­ნე­ბაც კი ჭირს; ძი­რი­თა­დად, რა პრობ­ლე­მით და ჩი­ვი­ლით მი­დი­ან პა­ცი­ენ­ტე­ბი და კი­დევ ბევრ სა­ჭირ­ბო­რო­ტი სა­კითხ­ზე სა­სა­უბ­როდ ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტი პა­ა­ტა სოფ­რო­მა­ძე მო­ვიწ­ვი­ეთ:
– ზო­გი­ერ­თი მა­მა­კა­ცი სა­კუ­თარ თავ­საც არ უტყ­დე­ბა, პრობ­ლე­მა რომ აქვს, რად­გან მის­თ­ვის ეს ძა­ლი­ან პრეს­ტი­ჟუ­ლი ფუნ­ქ­ციაა. თუ გინ­და კაცს, მით უფ­რო – ახალ­გაზ­რ­დას შე­უ­რაცხ­ყო­ფა მი­ა­ყე­ნო, შე იმ­პო­ტენ­ტოო, უნ­და უთხ­რა. ამი­ტომ სა­კუ­თა­რი უუნა­რო­ბა თუ პა­სი­უ­რო­ბა პარ­ტ­ნი­ორ­თან მის­თ­ვის ძა­ლი­ან შე­უ­რაცხ­მ­ყო­ფე­ლია. უმე­ტეს­წი­ლად, მა­მა­კაცს აქვს ხოლ­მე პრობ­ლე­მა – თუ მას აქ­ტის ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა – ერექ­ცია, რაც ქალს არ გა­აჩ­ნია, არ აქვს, უკ­ვე დარ­ღ­ვე­ვაა. თუმ­ცა იშ­ვი­ა­თად, მაგ­რამ მა­ინც, ქა­ლე­ბის ანა­ტო­მი­ურ აგე­ბუ­ლე­ბა­შიც არის ხოლ­მე ისე­თი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა, რაც აქ­ტის ჩა­ტა­რე­ბას ხელს უშ­ლის. შე­იძ­ლე­ბა ქალს აქ­ტის ჩა­ტა­რე­ბის ში­შიც ჰქონ­დეს, რაც ძლი­ერ სპაზმს იწ­ვევს და მა­მა­კაც­მა ვე­რა­ფე­რი მო­ა­ხერ­ხოს.
შემ­თხ­ვე­ვე­ბი გვაქვს, მა­მა­კა­ციც და ქა­ლიც ჯან­მ­რ­თე­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ ურ­თი­ერ­თო­ბას ვერ ახერ­ხე­ბენ, ვერ ეწყო­ბი­ან. ამი­ტომ, რო­დე­საც ვირ­გო­გა­მი­ა­ზე ვლა­პა­რა­კობთ, ყო­ველ­თ­ვის მა­მა­კა­ცის ბრა­ლი არ არის – ქალს, რო­დე­საც ის ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რა­დაც და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რა­დაც ჯან­მ­რ­თე­ლია, შე­იძ­ლე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი მა­მა­კა­ცი­სად­მი მი­უ­ღებ­ლო­ბა – ავერ­სი ჰქონ­დეს. თუ სექ­სო­პა­თო­ლო­გი ჩა­ე­ძი­ე­ბა, წე­სით, მი­ზეზ­საც იპოვის, მაგ­რამ ამის აღ­მოფხ­ვ­რას რთუ­ლი და სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბა სჭირ­დე­ბა. … მა­გა­ლი­თად, დღეს ერ­თ­მა ქალ­ბა­ტონ­მა და­მი­რე­კა, ექ­ვ­სი წე­ლი­წა­დია, გათხო­ვი­ლი ვარ, მაგ­რამ ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ქმარ­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბი­სას სი­ა­მოვ­ნე­ბა არ მი­მი­ღიაო.

სრულად იხილეთ: ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი