ქათმის წვნიანი

153
SHARE

ინგრედიენტები: ქათამი – საშუალო ზომის, კარტოფილი – 250 გრ, მაკარონი „ვარსკვლავების“ ფორმის – 250 გრ, სტაფილო – 250 გრ, ხახვი – 150 გრ, დაფნის ფოთოლი – 3 ცალი. პილპილი, მარილი, მწვანილი – გემოვნებით.

მომზადების წესი: ქათამი დავჭრათ, ქვაბში მოვათავსოთ, მარილი, პილპილი და წყალი დავუმატოთ და მოვხარშოთ. სანამ მოიხარშება, ხახვი წვრილად დავჭრათ, სტაფილო გავხეხოთ, კარტოფილი კი კუბიკებად დავჭრათ.
მოხარშული ქათამი ქვაბიდან ამოვიღოთ, ხოლო ნახარშში კარტოფილი და მაკარონი მოსახარშად ჩავყაროთ. შემდეგ ხახვი, სტაფილო და დაფნის ფოთოლი დავუმატოთ. ჩავყაროთ ხორცის ნაჭრები, წვრილად დაჭრილი მწვანილი და მარილი გემოვნებით.

FB კომენტარები

კომენტარი