ქათმის ღვიძლი ბეკონითა და ბოსტნეულით

178
SHARE

ინგრედიენტები: ქათმის ღვიძლი – 1 კლ, ბეკონი – 200 გრ, პამიდორი – 300 გრ, ბულგარული წიწაკა – 200 გრ, მწვანე ხახვი – 200 გრ, წიწაკა ჩილი- 1 ცალი, მწვანილი – გემოვნებით, ზეთი, მარილი, წიწაკა, ბრინჯი – 100 გრ.

მომზადების წესი: ქათმი ღვიძლი მარილწყალში 35-40 წუთი ვხარშოთ. შემდეგ საშუალო ნაჭრებად დავჭრათ. ხახვი, ბულგარული წიწაკა და ბეკონი სიგრძეზე დავჭრათ, პამიდორი – კუბიკებად. წიწაკა ჩილი და ხახვი – წვრილად. ხახვი მოვთუშოთ. ბეკონი დავუმატოთ და 3-4 წუთი დავტოვოთ. შემდეგ ბულგარული და პამიდორი დავუმატოთ შესაწვავად, ბოლოს – ქათმის ღვიძლი, კარგად ავურიოთ, მარილი, ჩილი და წიწაკა მოვაყაროთ და ცეცხლზე 10-15 წუთით დავტოვოთ. უკვე მზა კერძი თეფშზე გადმოვიღოთ და მოხარშული ბრინჯით გავაფორმოთ.

FB კომენტარები

კომენტარი