ქათმის ჟულიენი

175
SHARE

ინგრედიენტები: ქათმის ფილე – 400 გრ; სოკო – 600 გრ; ხახვი – 2 თავი; ყველი – 200 გრ; ფქვილი – 4 სადილის კოვზი; ზეითუნის ზეთი – 1 სადილის კოვზი; ნაღები -400 მლ; მარილი და პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: ქათმის ფილე მოვხარშოთ. ხახვი წვრილად დავჭრათ და ზეითუნის ზეთში მოვდაღოთ, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი სოკო და ფილე, მოვაყაროთ მარილი და პილპილი.
ცალკე ტაფაზე ფქვილი შევწვათ და როცა ფერს შეიცვლის, დავუმატოთ ნაღები და მივიყვანოთ ადუღებამდე. მიღებული მასა, ქათამი და სოკო შევაერთოთ და კარგად ავურიოთ ერთმანეთში. შემდეგ თიხის ჭურჭელში გადავიტანოთ, თავზე გახეხილი ყველი მოვაყაროთ და 40-45 წუთით მოვათავსოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

FB კომენტარები

კომენტარი