„ფუდპანდა“ – 4 მარტივი ნაბიჯით მუდამ თქვენს გვერდით

150
SHARE



ქართველებს უყვართ ევროპული, იაპონური, ჩინური, ინდური და, რა თქმა უნდა, ქართული სამზარეულო. აირჩიეთ ყველაზე მარტივი გზა და ესტუმრეთ www.foodpanda.ge -ს. ეს არის ყველაზე სწრაფი და მოხერხებული შეკვეთა ინტერნეტის საშუალებით!
„ფუდპანდა“ გთავაზობთ 80-ზე მეტი რესტორნის მენიუს ონლაინ და ყველაზე პოპულარულ კერძებს. პიცა, სუში, ხინკალი, პიტა, შაურმა, ბურგერები და სენდვიჩები ადგილზე მოტანით – 4 მარტივი ნაბიჯით.
ძებნა – მიუთითეთ თქვენი ადგილმდებარეობა და აირჩიეთ რესტორნები.
არჩევა – დაათვალიერეთ მრავალფეროვანი მენიუ და შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი კერძები.
გადახდა – სწრაფი და უსაფრთხო გადახდა ბარათით ონლაინ ან ნაღდი ანგარიშსწორებით ადგილზე მოტანისას.
მოტანა – საკვები მომზადდება და მას მოგართმევენ თქვენთვის სასურველ ადგილზე.
შეკვეთის გასაფორმებლად საკმარისია მიუთითოთ თქვენი ადგილმდებარეობა და ჩვენი სისტემა ავტომატურად გაჩვენებთ იმ რესტორნების სიას, რომლებსაც აქვთ მიწოდება იმ კონკრეტულ უბანში.
„ფუდპანდა“ არჩევანის გამრავალფეროვნებაზე და არსებული სერვისის გაუმჯობესებაზე მუდმივად ზრუნავს. დღეისთვის ჩვენი პარტნიორია 80-ზე მეტი ცნობილი რესტორანი ვფიქრობ, სამომავლოდ, მათი რიცხვი უდაოდ გაიზრდება“, – აღნიშნავს „ფუდპანდას“ დირექტორი საქართველოში გიგა ქერქაძე .
„ფუდპანდა“ მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 70-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა ( www.foodpanda.ge ) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ.
„ფუდპანდა“ ონლაინსაკვების შეკვეთის სერვისია, რომელიც მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება. ამ ეტაპზე ფუდპანდა მსოფლიო 40 ბაზარზეა აქტიური, მათ შორის, აზიის, ევროპის, შუა აღმოსავლეთის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის რეგიონებში.

საჭმლის შეკვეთა ონლაინ, ადგილზე მიტანით | foodpanda.ge
www.foodpanda.ge

FB კომენტარები

კომენტარი