“ფუდპანდა” უკრაინული კერძების მრავალფეროვან არჩევნას გთავაზობთ

108
SHARE
ქართველებს უყვართ ევროპული, იაპონური, ჩინური, ინდური, უკრაინული და, რაც მთავარია, ქართული სამზარეულო. მათ შორის, განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს უკრაინული სამზარეულო. საინტერესოა ცვლილებები ყოველდღიურობაში, განსაკუთრებით კი საკვების არჩევისას, თუმცა როდესაც რამის შეცვლას გადაწყვეტთ, აირჩიეთ ყველაზე მარტივი გზა – ესტუმრეთ www.foodpanda.ge -ს.

გიყვართ უკრაინული სამზარეულო? “ჟარკოე” ოჯახურად, პელმენები, კიევური კატლეტი, ასორტი ოჯახურად, ვარენიკები კარტოფილით, ვარენიკები ხაჭოთი, ვარენიკები კომბოსტოთი, ვარენიკები ალუბლით, ბლინები წითელი ხიზილალით, ბლინები ორაგულით, ქათმის ძეხვი ყველით, ძეხვი ღორის ცხარე, კარტოფილი შემწვარი “სალა” ოჯახურად, კარტოფილის ბლინები “კარპატული”, მოხარშული კარტოფილი მწვანილით, მოშუშული კომბოსტო “სალა”, კატლეტი დონბასურად, სალათი შუბა ქაშაყით, სალათი “ყირიმული”, სალათი “ვინეგრეტი”, ღორის ხორცი “ვაჭრულად”, ღორის ხორცის სტეიკი ძვალზე, წიწილა ტაპაკა, ხბოს ხორცი „პოლტავსკაია“ ბოსტნეულის გრილთან, თბილი სალათი ზღვის პროდუქტებით, სალათი იხვის გულმკერდით, ბორში უკრაინული პამპუშკებით, „სალიანკა“ ხორცის, მაკარონის სუპი ოჯახურად, “აკროშკა” ხორცის, “იუშკა” სოკოთი და პელმენებით, სუპი „რატატუი“ ყიყლიყოებით, ვაშლი “de l’Ukraine” და სხვა.

„ფუდპანდა“ გამორჩეული უკრაინული კერძების მრავალფეროვან არჩევნას გთავაზობთ. აირჩიეთ თქვენთვის საყვარელი უკრაინული კერძი ცნობილ რესტორნებში: „დელ უკრაინა“, „მატრიოშკა“ და შეუკვეთეთ ონლაინფუდპანდას დახმარებით. გამოიყენეთ მისი შესაძლელობები და სახლიდან გაუსვლელად თქვენს რჩეულ რესტორანს თქვენივე ოჯახში უმასპინძლებთ.

„ფუდპანდა“ არჩევანის გამდიდრებაზე მუდმივად მუშაობს, და ასევე ზრუნავს არსებული სერვისის უკეთ გამართვაზეც. დღეისთვის 80-ზე მეტი ცნობილი რესტორანი პარტნიორობს ფუდპანდასთან, მათ შორის 2 უკრაინული რესტორანი. ვფიქრობ, სამომავლოდ მათი რიცხვი უდავოდ გაიზრდება. ქართველებს, ეროვნული კერძების გარდა, უყვართ ევროპული, იაპონური, ჩინური, ინდური, უკრაინული სამზარეულო. ფუდპანდა კი მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა“, – აღნიშნავს „ფუდპანდას“ დირექტორი საქართველოში გიგა ქერქაძე.

გთავაზობთ ყველაზე პოპულარული კერძის – „ვარენიკი ალუბლით“ რეცეპტს.

შემადგენლობა: 200 გრ + 1 ს.კ. შაქარი, 600 გრ ალუბალი, 1 ჭიქა ფქვილი, მარილი გემოვნებით, 2 კვერცხი, 1/2 ჭიქა წყალი

მომზადების წესი: ფქვილი გავცრათ მაგიდაზე. ფქვილის შუაში გავაკეთოთ ჩაღრმავება და დავამატოთ 1 კვერცხი, 1 ს.კ. შაქარი, მწიკვი მარილი. ჩავასხათ 1/2 ჭიქა წყალი და მოვზილოთ მაგარი ცომი. გადავაფაროთ ჩაის ტილო და გავაჩეროთ 30 წთ-ი.

ალუბალს გამოვაცალოთ კურკები, შევურიოთ დარჩენილი შაქარი ალუბალს.

ფქვილმოყრილ მაგიდაზე გავაბრტყელოთ ცომი. ჭიქის საშუალებით ცომი დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად, დიამეტრით 7 სმ-ი. თითოეული ცომის შუაში ჩავდოთ ალუბალი, ცომს ნაპირზე წავუსვათ გათქვეფილი კვერცხი. გადავკეცოთ ცომი შუაზე და შევკრათ ცომის ნაპირები სველი ხელით. მარილიან ადუღებულ წყალში ჩავყაროთ მომზადებული ვარენიკები, ვხარშოთ მანამდე, სანამ არ ამოვა წყლის ზედაპირზე. შეგიძლიათ მიირთვათ არაჟნით ან გამდნარი კარაქით.

გემრიელად მიირთვით და გაიღიმეთ ხშირად!…

„ფუდპანდა“ მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 70-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა (www.foodpanda.ge ) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ.

„ფუდპანდა“ ონლაინსაკვების შეკვეთის სერვისია, რომელიც მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება.
საჭმლის შეკვეთა ონლაინ, ადგილზე მიტანით | foodpanda.ge
www.foodpanda.ge

FB კომენტარები

კომენტარი