„ფუდპანდას“ საქართველოში მობილური აპლიკაციით ბიზნესის წარმოებაში უკვე ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს

45
SHARE

თბილისში საკვების ონლაინ შეკვეთა ვებგვერდზე – www.foodpanda.ge სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ის მოსწონს ყველას – ნებისმიერი პროფესიისა თუ ასაკის ადამიანს, ნებისმიერ გარემოსა თუ გარემოცვაში.
გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება შარშან, 2014 წლის 21 მარტს დაიწყო. მოკლე დროის მუხედავად, მან უკვე შეძლო საზოგადოების დიდი ნაწილის დაინტერესება. მომხმარებელმა სერვისი, რომელიც ქართულ ბაზარზე სიახლეს წარმოადგენს, დადებითად შეაფასა. „ეს არის სერვისი, რომელმაც მოხმარებელი გააოცა!“ – აცხადებენ ერთგული მომხარებლები.
გერმანულ ბრენდს ქართულ ბაზარზე ამბიციური გეგმები და მიზნები აქვს… როგორც ფუდპანდას დირექტორი, გიგა ქერქაძე აღნიშნავს, მომხმარებლის რაოდენობა სტაბილურად იზრდება და უკვე 15 ათასს აჭარბებს. „დღესდღეობით „ფუდპანდას“ პარტნიორთა რიცხვში 80-ზე მეტი ცნობილი რესტორანია და მათი რაოდენობა, შემდეგაც აუცილებლად გაიზრდება,“ -განმარტავს „ფუდპანდას“ დირექტორი.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რომ საქართველოში ფუდპანდას მობილური აპლიკაციის გადმოწერათა რაოდენობა უკვე 8 ათას აღწევს. თუ გათვალისწინებთ, რომ აპლიკაცია მხოლოდ 1 წელია, ხელმისაწვდომია მომხმარებლებისათვის, ეს საკმაოდ ეფექტური მაჩვენებელია.
„ამჟამად ჩვენს აპლიკაციას დღეში საშუალოდ 200-მდე ადამიანი იწერს და ჩვენი შეკვეთების ნახევარზე მეტი უკვე სწორედ ამ არხით შემოდის. შეგვიძლია ამაყად ვთქვათ, რომ საქართველოში მობილური აპლიკაციით ბიზნესის კეთებაში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია „ფუდპანდას“ უჭირავს“, – აღნიშნავს გიგა ქერქაძე.
„ფუდპანდა“ მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 80-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა (www.foodpanda.ge) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ.

საჭმლის შეკვეთა ონლაინ, ადგილზე მიტანით | foodpanda.ge
www.foodpanda.ge

FB კომენტარები

კომენტარი