„ფუდპანდას“ არქივიდან – ცნობილი კერძები და დასალევი, რომლის გამოგონებასაც შემთხვევითობასა და სიზარმაცეს აწერენ

46
SHARE

 

ისტორიაში ბევრ დიდ გამოგონებასა თუ აღმოჩენას შემთხვევითობას აწერენ. ამ მხრივ არც საკვებია გამონაკლისი. შეცდომებს ხანდახან პარადოქსულად შებრუნებული შედეგები მოსდევს, და მაგალითების ძალიან გრძელი სიიდან მხოლოდ რამდენიმეა, როგორიცაა რენტგენის აპარატი, პენიცილინი, საღეჭი რეზინა და ფეიერვერკები – ეს უკანასკნელი კი ჩინელმა მზარეულმა სრულიად შემთხვევით გამოიგონა.

ბევრი საოცარი და გემრიელი კერძი სიზარმაცისა და იღბლის უცნაური შეხამებისგან დაიბადა, ხანდახან მათ შექმნას უბრალოდ მცდარ გადაწყვეტილებსაც უმადლიან , მათ შორის გაყინული ტკბილეულიდან ამობრუნებულ ტორტამდე.

„ფუდპანდა“ (www.foodpanda.ge) გთავაზობთ ყველაზე უცნაურ პირობებში გამოგონილი კერძების სიას.

შოკოლადის ორცხობილები

შოკოლადის ჩიფსები (ორცხობილები) პირველად რუთ ვეიკფილდმა 1930 წელს გამოიგონა, როდესაც ერთ დღეს მას საცხობი შოკოლადი გამოელია და ნახევრად ტკბილი შოკოლადი გამოიყენა იმ იმედით, რომ შეუმჩნევლად დადნებოდა. მაგრამ შოკოლადი არ დამდნარა, რის გამოც ორცხობილაში შოკოლადის პატარა ნატეხები დარჩნენ, და ასე დაიბადა შოკოლადის ორცხობილაც. სულ მალე მისმა ოტელმა ამით სახელი გაითხვა და 1997 წელს მასაჩუსეტსის შტატმა შოკოლადის ორცხობილა საკუთარ ოფიციალურ ორცხობილადაც კი აღიარა.

კარტოფილი ფრი

ჯორჯ კრამი ამერიკელი შეფმზარეული იყო, რომელსაც 1853 წელს ყელში ამოუვიდა ერთ-ერთი კლიენტის წუწუნი მასზედ, რომ კარტოფილი არ იყო სკამარისად თხლად დაჭრილი. ამიტომ კრამმა გადაწყვიტა სრულიად უგემური რამ გამოეცხო – კარტოფილი დაჭრა ძალიან თხლად, შეწვა ორმაგ ცეცხლზე და მარილით დაფარა.სამწუხაროდ, წუწუნა კლიენტს კერძი ძალიან მოეწონა და ეს კერძი „კარტოფილი ფრის“ სახელით დღემდე შემორჩა.

ლუდი

ლუდი დაახლოებით ათასი წლის წინ მესოპოტამიელებმა გამოიგონეს. ლუდი ნამდვილად არ იარსებებდა მესოპოტამიის საწყობები მშრალი რომ ყოფილიყო. ისინი საწყობებში ხორბალს ინახავდნენ, მათი საწყობი სივრცეები ხშირად ნესტიანდებოდა, რის გამოც ხორბალი ფერმენტიზაციას განიცდიდა. სწორედ ამ პროცესისგან წარმოიშვა პირველი ლუდი.

სენდვიჩი

სენდვიჩი ჯონ მონტაგუმ მე-18 საუკუნეში შექმნა. მას გართობა იმდენად ძლიერ უყვარდა, რომ საკვების ის ვარიანტები მოიფიქრა, როემლსაც სწრაფად შეჭამდა. მუდმივად ითხოვდა, რომ მისთვის ხორცი ორი პურის ნაჭრის შორის მოეტანათ, რადგან ბევრი დრო არ დაეკარგათ. მონტაგის სიზარმაცე, ალბათ, კულინარიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი განვითარების ნაბიჯის საწინდარი შეიძლება იყოს.

„კოკა-კოლა“

„კოკა-კოლა“ პირველად მორფინის ჩასანაცვლებლად გამოიგონეს. ჯონ პემბერტონი დაჭრილი ვეტერანი იყო, რომელსაც მორფინისადმი დამოკიდებულება განუვითარდა და მავნე ჩვევის მოსაშორებლად ალტერნატივის ძიება დაიწყო. ფარმაცევტული ექსპერიმენტებისას მან შექმნა ტონიკი („კოკა-კოლის“ თავდაპირველი ფორმულა), რომელიც კოკაინი მცირე დოზებს და კოფეინით მდიდარი „კოლას“ თხილის ექსტრაქტს შეიცავდა.

1887 წელს კი სხვა ფარმაცევტმა ატლანტადან, ასა ქენდლერმა, „კოკა-კოლის“ პემბერტონისგან ფორმულა 2,300 ფუნტად იყიდა. 1890 წლისთვის „კოკა-კოლა“ უკვე ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ცივი სასმელი იყო, ძირითადად, ქენდლერის ჭკვიანურად დატრიალებული მარკეტინგის გამო, სადაც მან პროდუქტი სოდად გაასაღა.

„ფუდპანდა“ მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 70-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა ( www.foodpanda.ge ) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ. „ფუდპანდა“ ონლაინსაკვების შეკვეთის სერვისი მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება საჭმლის შეკვეთა ონლაინ, ადგილზე მიტანით | foodpanda.ge www.foodpanda.ge

FB კომენტარები

კომენტარი