ფსიქოლოგიური ტესტი – ადვილია თუ არა თქვენი ცდუნება?

188
SHARE

1.დიეტის დაცვა გადაწყვიტეთ, მაგრამ მეგობრებმა წვეულებაზე დაგპატიჟეს, თქვენ …
ა) წვეულებაზე წახვალთ – დიეტა მოიცდის – 3
ბ) წვეულებაზე მიდიხართ, მაგრამ ჭამაზე უარს ამბობთ – 2
გ) მიწვევაზე თავაზიანად უარს აცხადებთ – 1

2.მეგობარი სწორედ ისეთ კაბას ყიდის , რომელზეც დიდი ხანია ოცნებობდით, მაგრამ საჭირო თანხა არ გაქვთ. თქვენ:
ა) ხელფასამდე მცირე თანხას გადაუხდით და კაბას წაიღებთ – 2
ბ) სთხოვთ, სანამ ფულს არ იშოვით, კაბა არ გაყიდოს – 1
გ) ფულს ისესხებთ – 3

3.ავტომობილის შესაძენად დიდხანს აგროვებთ ფულს, როგორც იქნა, ოცნება აისრულეთ . ამ დროს მეგობარი მოდის და გთხოვთ, ავტომანქანა რამდენიმე დღით ათხოვოთ. თქვენ:
ა) ეტყვით, რომ დაიფიცეთ, მანქანა არავის ათხოვოთ – 1
ბ) აუხსნით, რომ მანქანა გაფუჭებულია და ვერ ათხოვებთ – 2
გ) ათხოვებთ,მაგრამ საკუთარ თავზე გაბრაზდებოდით, რომ უარი ვერ უთხარით – 3

4. მშობლებმა საოჯახო საქმეებში დახმარება გთხოვეს , მაგრამ ამ დროს მეგობარმა დაგირეკათ და გასართობათ დაგპატიჟათ. თქვენ:
ა) დედას ეტყვით, რომ სასწრაფო საქმე გამოგიჩნდათ და სხვა დროს მიეხმარებით – 2
ბ) დარჩებით და დედას მიეხმარებით – 1
გ) დედისგან ნებართვას აიღებთ – 3

5.გამოფენაზე სიმპატიური მამაკაცი გაიცანით. მან სახლში ჩაიზე დაგპატიჟათ. თქვენ:
ა) მიიჩნევთ, რომ ეს ბრწყინვალე აზრია – 3
ბ) მეორე დღეს კაფეში შეხვედრას შესთავაზებთ – 2
გ) ეტყვით, რომ ქვენა აზრები აწუხებს და დაშორდებით – 1

6. წარმოიდგინეთ, რომ კონკურსში ერთ-ერთი მთავარი პრიზი მოიგეთ, რას იზავთ?
ა) 2 კვირიან საგზურს სამთო კურორტზე – 3
ბ) ფულად ჯილდოს – 1
გ) მუსიკალურ ცენტრს , ელექტროჩაიდანს, მიკროტალღოვან აირღუმელს და ა.შ – 2

შედეგი:
6-9 ქულა: ზუსტად იცით, რა გსურთ. მტკიცე პრინციპები და შეხედულებები გაქვთ. თქვენი გადარწმუნება არც ისე ადვილია.ეს ერთი მხრივ კარგია, რადგან შეცდომების თავიდან აცილებაში გეხმარებათ. მეორე მხრივ კი დასანანია,რომ ასე პრაგმატულად და ანგარიშიანად ცხოვრობთ.ამის გამო ბევრ რომანტიკულ სიურპრიზს მოკლებული ხართ.ცხოვრებისადმი ამგვარი დამოკიდებულება ბევრ თაყვანისმცემელს დაგიფრთხობთ.

10-14 ქულა: ერთი შეხედვით, მშვიდი მორჩილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ, მაგრამ ისეთ ტემპერამენტს ავლენთ, რომ ირგვლივ ყველას აოცებთ.თუმცა საკუთარი ემოციების მართვა შეგიძლიათ. გულსა და გონებას შორის ჭიდილისას, იმ შემთხვევაში , თუ კომპრომისს ვერ იპოვით, ყოველთვის გონება იმარჯვებს.ამიტომ თუ ვინმეს თქვენთან ურთიერთობაში რაიმეს მიღწევა სურს, მოთმინებით უნდა აღიჭურვოს- თქვენი ცდუნება იოლი არ არის. მაცდური ტიპები არც გაინტერესებთ, სერიოზულ პარტნიორებს კი სერიოზულად აფასებთ.

15-18 ქულა: ცხოვრებას სიამოვნებით აღიქვამდით თამაშად და არც ამქვეყნიურ სიამოვნებებს დაიკლებდით, მაგრამ კარგად ხვდებით, რომ ცხოვრება თამაში არაა.თაყვანისმცემლებთან ყოველთვის თბილი და თავაზიანი ხართ, მაგრამ იმაზე მალე შორდებით, ვიდრე ამას თავად ისურვებდნენ. იმპულსური ხართ. გუნება-განწყობა ხშირად გეცვლებათ.საღი აზრისა და მოვლენების რეალურად შეფასების გარეშე ხანგრძლივი ბედნიერების მოპოვება გაგიჭირდებათ.

 

წყარო: gogaggg.com

FB კომენტარები

კომენტარი