„ფრჩხილების ფორმა და ფერი, რა გავლენას ახდენს სუსტ სქესზე” – პარაფსიქოლოგის რჩევები

207
SHARE

„ფრჩხილების ფორმა და ფერი გავლენას ახდენს ჩვენს პირად ცხოვრებაზე. ასე რომ, გირჩევთ, გასათხოვრებმა ფრჩხილები მოიმრგვალოთ და წითელი ან ვარდისფერი ლაქი წაისვათ!“ – ურჩევს პარაფსიქოლოგი მაია ყუფარაძე ახალგაზრდებს.
მაია ყუფარაძე გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ფურცლებიდან ახალგაზდრა დედებს და გასათხოვარ გოგონებს სხვადასხვა სახის რჩევას აძლევს. 
კერძოდ, პარაფსიქოლოგი გვირჩევს, რომ:
„თუ პირველ რიგში პროფესიულ წარმატებას აყენებთ, წინსვლაში სწორედ კვადრატული ფრჩხილები დაგეხმარებათ, მაგრამ თუ პირადი ცხოვრების აწყობა გსურთ, მოიმრგვალეთ და წითელი ან ვარდისფერი ლაქი წაისვით. თუ გათხოვებაც გინდათ და სამსახურშიც დაწინაურებაც, ფრჩხილებზე მხოლოდ ვარდისფერი ლაქი წაისვით. ფრჩხილების დაჭრა ორშაბათს ადამიანს სევდას უფანტავს, ხოლო სამშაბათს უსიამოვნებისგან იცავს. დიდ თითზე ფრჩხილი ხშირად სტყდებათ მათ, ვინც საკუთარ თავზე უზარმაზარი ტვირთი აიღო. საჩვენებელზე – ვისაც ბრძანების გაცემა და სხვებისთვის საკუთარი აზრების თავსმოხვევა უყვართ; შუა თითზე – ვისაც სხვების სიყვარული და მზრუნველობა არ ჰყოფნით, არათითზე – ვისაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გამოუმჟღავნებელი პრობლემები აქვთ; ნეკა თითზე – ვისაც ახლობელ ადამიანთან ურთიერთობაში პრობლემები აქვთ. ასე რომ, თუ ფრჩხილი ერთი და იგივე თითზე ხშირად გტყდებათ, შემთხვევითობას ნუ დააბრალებთ. ამასთან, კვირა დღეს ფრჩხილების დაჭრამ, შესაძლოა წარუმატებლობა მოგიტანოთ და უიღბლო ადამიანად გაქციოთ“ – ამბობს პარაფსიქოლოგი.
გარდა ამისა, იგი ახალგაზრდა დედებს ურჩევს, რომ როდესაც შვილს ფრჩხილს პირველად აჭრიან, აუცილებელია, იფნის ქვეშ დამარხონ, რადგანაც ამ ხეს ბოროტი ძალები ვერ ეკარება.
„თუ ფრჩხილი ირიბად იზრდება, ან ბრჭყალებს გვაგონებს, ბოროტების ნიშანია. მათი პატრონი ძუნწი ადამიანია, ამბობენ, რომ ვისაც ფრჩხილები შუაში ამობურცული აქვს, ადრეულ ასაკში მოკვდებაო. ვისაც შავი ფერის ლაქი მოსწონს, საკუთარ თავში დაჯერებული არ არის და შეუძლია შური იძიოს სხვებზე თავისი კომპლექსების გამო. ასეთები ისეთ პარტნიორს ეძებენ, ვინც გაუგებს და თანადგომას გამოუცხადებს. ყავისფერი ლაქის მოყვარული ქალი არაჩვეულებრივი საყვარელია და მუდამ ვნებას ეძებს, ჭეშმარიტი გრძნობა მისთვის აუცილებელი არ არის, მთავარია სიყვარული აჩუქონ და თუ საჭიროა, მისი გულისთვის მსხვერპლიც გაიღონ“ – აცხადებს პარაფსიქოლოგი მაია ყუფარაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში.

FB კომენტარები

კომენტარი