ფრანგული ორცხობილა – მაკარუნები

665
SHARE

 

ინგრედიენტები:
შაქრის პუდრა – 150 გრ.
კვერცხის ცილა – 2 ცალი,
შაქარი – 1 ს/კ.
დაფქული ნუში – 50 გრ.
ვარდისფერი საღებავი, მარწყვის ჯემი.

მომზადების წესი: ღუმელი 190°C-მდე გააცხელეთ. ორი დიდი ზომის საცხობ ფირფიტაზე პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ. დაფქული ნუში და შაქრის პუდრა დიდი ზომის ჯამში ერთმანეთში აურიეთ. ცალკე ჯამში კვერცხის ცილა ჩაასხით და ათქვიფეთ, სანამ ბეზე ფორმის შენარჩუნებას არ დაიწყებს. შაქარი დაუმატეთ და ათქვიფეთ, სანამ ბეზე საბოლოოდ არ გამაგრდება. ათქვეფილ ბეზეს ფრთხილად ნუში, შაქრის პუდრა და ვარდისფერი საღებავი გადაურიეთ. ბეზე საკონდიტრო ტომარაში ჩაასხით და პერგამენტზე პატარა რგოლები დასვით. პორციებს შორის ადგილები დატოვეთ, ერთმანეთს რომ არ მიეკრას. 10 წუთის განმავლობაში შეშრობა დააცადეთ და 5 წუთით ღუმელში შედგით. შემდეგ მაკარუნებს თავზე კიდევ ერთი ფენა პერგამენტი გადააფარეთ და კიდევ 5 წუთი დატოვეთ ღუმელში. ღუმელიდან გამოიღეთ და გააგრილეთ. ბოლოს გაცივებული მაკარუნები პერგამენტის ქაღალდს ააცალეთ და მარწყვის ჯემის მეშვეობით შეაერთეთ. თავდახურულ კონტეინერში მაკარუნები 3 დღის განმავლობაში ინახება.

FB კომენტარები

კომენტარი