ფრანგული კინოს ლეგენდა იუბილარია – ფანი არდანი დღეს 67 წლის გახდა

389
SHARE

ფრანგული კინოსა და თეატრის ლეგენდარული მსახიობი, ფანი არდანი დღეს იუბილარია, მსახიობი 67 წლის გახდა. მან 1976 წლიდან დღემდე მონაწილეობა 50-ზე მეტ ფილმში მიიღო.

მსახიობი 1997 წელს „სეზარით“ დაჯილდოვდა. ფანი არდანი 2013 წელს საქართველოშიც იმყოფებოდა. როგორც არდანმა განაცხადა, საქართველოს შესახებ ბევრი რამ მედეას როლის შესრულების შემდეგ შეიტყო.

„მე თეატრის მსახიობი ვარ, თეატრი ჩემთვის სახლია და ბედნიერი ვარ, რომ სწორედ სახლში მიწევს თქვენთან შეხვედრა. მე საქართველოს შესახებ მას შემდეგ გავიგე, როდესაც მედეას როლი შევასრულე. დამაინტერესა საქართველოს უძველესმა ისტორიამ, მაგრამ ამ დრომდე ამის დეფიციტი მქონდა. როდესაც საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა შემომთავაზა, საქართველოში ჩამოვსულიყავი ჩემს ფილმთან ერთად, სიხარულით დავთანხმდი ამ შემოთავაზებას და თქვენთან ვარ. მე მიყვარს ადამიანები. ეს სიყვარული გარკვეულწილად ჩემი საიდუმლოა, მაგრამ მე ამ საიდუმლოს არ ვმალავ”, – განაცხადა ფანი არდანმა და დასძინა: „ჩემს ცხოვრებაში იყო დიდი ბედნიერების მომენტები, სწორედ ამიტომ, შემიძლია ავიტანო დიდი უბედურებაც“.

ბოლო წლებში ფანი არდანი მსახიობობის გარდა რეჟისურითაც დაკავდა. მან უკვე რამდენიმე ფილმი, მათ შორის, „აკვიატებული რითმები“, „ფერფლი და სისხლი“, „გაუჩინარებული ქიმერები“ გადაიღო.

12596433_1160103347367841_803273696_n 12380445_1160103350701174_1012235081_n

FB კომენტარები

კომენტარი