ფრაზები, რომლებიც გასაუბრებაზე არ უნდა გამოიყენოთ

95
SHARE

გასაუბრება სამსახურის მაძიებლისთვის მიზნის მიღწევამდე საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო ეტაპია. წამყვანი კომპანიების HR- მენეჯერები იმ ძირითად ფრაზებს გვთავაზობენ, რომელთა გამოყენებისგანაც სამუშაოს მაძიებლებმა ინტერვიუს დროს თავი უნდა შეიკავონ.

„ძალიან ვნერვიულობ“ – როგორც არ უნდა ნერვიულობდეთ, არასდროს გაამჟღავნოთ ეს. „ხელფასი რამდენია?“ – უმჯობესია, ეს შეკითხვა გასაუბრების საწყის ეტაპზე არ დასვათ.

„ეს ჩემი სისუსტეა“ – თუ არ გკითხავენ, თქვენს სუსტ მხარეებზე არ ისაუბროთ.

„ძალიან მჭირდება ეს სამსახური“ – ნუ აჩვენებთ მათ, რომ სასოწარკვეთილი ხართ.

„ჩემი უფროსი საშინელი ადამიანია“ – არ გააკრიტიკოთ თქვენი უფროსი.

„მე მინდა“ – ნუ ილაპარაკებთ მხოლოდ იმაზე, თუ რა გსურთ და რა გჭირდებათ.

„მალე დასრულდება გასაუბრება?“ – ნუ დატოვებთ შთაბეჭდილებას, რომ სადღაც ჩქარობთ.

„მეუღლეს ვცილდები“, „ფეხმძიმედ ვარ“, „მარტოხელა მშობელი ვარ“ – არ ისაუბროთ პირად პრობლემებზე.

„სჯობს არ ვთქვა“ – როგორი შეკითხვაც არ უნდა დაგისვან, ეცადეთ, ყველა მათგანს პასუხი გასცეთ.

„შეკითხვები არ მაქვს“ – როცა შეკითხვების დასმის საშუალება მოგეცემათ, აუცილებლად დასვით ის.

და ბოლოს, არ გამოიყენოთ საუბრისას სლენგი, ეს თქვენს დაბალ ინტელექტსა და მწირ ლექსიკაზე მეტყველებს.

წყარო: bpn.ge

FB კომენტარები

კომენტარი