„ფორსაჟის” გადაღებისას თბილისში მაღაზიებს 4 მილიონს არ უხდიან- რას აცხადებენ pol&shark-ში

706
SHARE

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ “ფორსაჟი 9-ის” გადაღებისას მაღაზიები, რომლებიც ამ სცენაში მოხვდებოდნენ, კომპენსაციის სახით 4 მილიონს მიიღებენ, ჩამონათვალში არსებულ ერთ-ერთ მაღაზიაში არ ადასტურებენ.
როგორც „კვირა+”-ს მაღაზია pol&shark-ში განუცხადეს, ინფორმაცია ტყუილია და არანაირი კომპენსაციის გადახდა მათთვის კინოსტუდიას არ შეუთავაზებია.
„თანხის გადახდას კომპენსაციის სახით არ აპირებენ, სხვა უბნებზე ინფორმაცია არ მაქვს. მე ჩემს მაღაზიაზე ვარ პასუხისმგებელი და დაზუსტებით ვიცი, რომ მაღაზია არც კი იკეტება“, – აცხადებენ მაღაზიაში.
შეგახსენებთ, რომ თბილისში ჰოლივუდის ერთ-ერთი წარმატებული ფილმის – „ფორსაჟის” მე-9 ნაწილის გადაღებები მიმდინარეობს. ფილმის სცენებს რამდენიმე ადგილას იღებენ – ვაჟა-ფშაველას გამზირზე, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის, ბესარიონ ჟღენტის, ავთო ვარაზისა და უნივერსიტეტის ქუჩებზე, რუსთავში ავტობაზრობის ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე.

FB კომენტარები

კომენტარი