“ფორმულა 1-ის” ლეგენდარული ავტომრბოლელი, ნიკი ლაუდა გარდაიცვალა

57
SHARE

BBC-ის ცნობით, ცნობილი ავსტრიელი ავტომრბოლელი – ნიკი ლაუდა 70 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ავტომრბოლელს 2018 წელს გრიპის ვირუსი შეხვდა, რომელიც შემდგომ პნევმონიაში გადაეზარდა. საბოლოოდ კი მას ფილტვების გადანერგვა დასჭირდა.

დროთა განმავლობაში ნიკი ლაუდას მდგომარეობა გართულდა, რამაც სავალალო შედეგი გამოიწვია.

ნიკი ლაუდა ავსტრიელი ავტომრბოლელი და ბიზნესმენი, “ფორმულა 1 -ის” სამგზის მსოფლიო ჩემპიონი, ავიაკომპანია „ლაუდა ეარის“დამაარსებელი იყო.

FB კომენტარები

კომენტარი