ფორთოხლის ჟელე

98
SHARE

ინგრედიენტები:
ფორთოხალი – 3 ცალი;
შაქარი – 20 0 გრ;
ჟელატინი – 20 გრ.
მომზადების წესი: ჟელატინი 200 მლ, ცხელ წყალში გავხსნათ.
ფორთოხლისგან წვენი გამოვწუროთ. დარჩენილი ფორთოხლის ქერქები კი ქვაბში მოვათავსოთ წყალი დავასხათ და ადუღებამდე მივიყვანოთ. შემდეგ გადავწუროთ, 40-45 წუთი გავაციოთ, შაქარი და გახსნილი ჟელატინი დავუმატოთ და ცეცხლზე დავდგათ, ოღონდ არ ვადუღოთ. შემდეგ გამოწურული წვენი დავუმატოთ და ცეცხლიდან გადმოვდგათ. ბოლოს ფორმებში ჩავასხათ და მაცივარში 5 – 6 საათით მოვათავსოთ.

FB კომენტარები

კომენტარი