ფორთოხლის გლინტვეინი

214
SHARE

 

ინგრედიენტები:
წითელი ღვინო – 750 მლ,
ფორთოხლის წვენი – 500 მლ,
დარიჩინის ჩხირი – 2 ცალი,
შაქარი – 125 გრ,
ფორთოხალი – 1 ცალი,
მუსკატის კაკალი – ¼ ჩაის კოვზი.

მომზადების წესი: თასში მუსკატის კაკალი და დარიჩინი მოვათავსოთ. 100 მლ წყალი დავუმატოთ და ადუღებამდე მივიყვანოთ. მიღებული მასა გავწუროთ. ფორთოხალი მრგვალად დავჭრათ. ქვაბში ღვინო ჩავასხათ, მიღებული მასა და შაქარი დავუმატოთ, შემდეგ – ფორთოხალი და ავადუღოთ.

FB კომენტარები

კომენტარი