“ფორბსმა“ 2017 წლის “ყველაზე საკასო მსახიობები” დაასახელა

101
SHARE

ჟურნალმა „ფორბსმა“ 2017 წლის “ყველაზე საკასო მსახიობების” რეიტინგი გამოაქვეყნა. სიის პირველი ადგილი ამერიკელმა მსახიობმა ვინ დიზელმა დაიკავა. როგორც ირკვევა, ფილმებმა, მისი მონაწილეობით, ამ წელს 1,6 მილიარდი დოლარი მოუტანა შემქმნელებს, აქედან სამი მეოთხედი შემოსავალი „ფორსაჟზე“ მოდის. მეორე ადგილზე დუეინ ჯონსონი აღმოჩნდა, რომლის მონაწილეობით გადაღებულმა კინოფილმებმა 1,5 მილიარდი მოიტანა. მესამე ადგილზე კი, გალ გადოტია, მისმა ფილმებმა 1,4 მილიარდი დოლარი შემატა ფილმის შემქმნელებს. ასევე რეიტინგში შევიდნენ: ემა უოთსონი, ჯონი დეპი, დეიზი რიდი, ტომ ჰოლანდი, კრის პრეტი, კრის ჰემსვორტი და ჯონ ბოიეგა.

FB კომენტარები

კომენტარი