„ფორბსმა“ სკარლეტ იოჰანსონი 2016 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად დაასახელა

241
SHARE

ჟურნალმა „ფორბსმა“ ჰოლივუდელი მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი 2016 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად დაასახელა. იმ ფილმებისთვის, რომლებშიც მსახიობმა როლები შეასრულა, მათ შორის „კაპიტან ამერიკა“ და „კოენის ძმები“ მან ჰონორარის სახით 1 მილიარდ 200 მილიონი დოლარი მიიღო. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
მსახიობებმა კრის ევანსმა და რობერტ დაუნიმ მეორე ადგილი დაიკავეს. მათ ჰონორარის სახით 1 მილიარდ 150 მილიონი დოლარი მიიღეს.
გასულ წელს „ფორბსის“ სიაში მსახიობი კრის პლატი ლიდერობდა.

FB კომენტარები

კომენტარი