„ფონდი ნატახტარის“ მოთხე ტალღის დასასრული

31
SHARE

12 მარტს,  15:00 საათზე, სასტუმრო Holiday Inn-ში (26 მაისის მოედანი #1) გაიმართება ღონისძიება, სადაც  „ფონდი ნატახტახტარი“ საზოგადოებას წარუდგენს პროექტის „იზრუნე მომავალზე“  მეოთხე ტალღის ანგარიშს. კომპანია „ნატახტარის“ მარკეტინგის დირექტორი – თორნიკე ნიკოლაიშვილი და „ასოციაცია ჩვენი სახლი – საქართველოს“ ფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი – მანანა ომარაშვილი დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან სტუმრებს ფონდის საქმიანობისა და შეგროვებული თანხის შესახებ.
შეხვედრაზე ასევე მოწვეულნი არიან ბავშვსა და ახალგაზრდობაზე ზრუნვის სფეროში მომუშავე სამთავრობო და  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათ ქნებათ საშუალება გამოთქვან თავიანთი აზრი ფონდის და ზოგადად ამ თემის გარშენო. ჩაერთონ საკითხის განხილვასა და დისკუსიაში.
ფონდის ბენეფიციარების მხარდასაჭერად ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი მსახიობები, მომღერლები და სპორტსმენები.
„ფონიდი ნატახტარი“ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა–კურთხევით 2010 წლის ნოემბერში შეიქმნა. პროექტი „იზრუნე მომავალზე“ მზრუნველობამოკლებულ მოზარდებს აძლევს საზოგადოებაში თავის დამკვიდრების შესაძლებლობას და ხელს უწყობს მცირე საოჯახო ტიპის სახლების აღსაზრდელებს მომზადებულები შეხვდნენ დამოუკიდებელ ცხოვრებას. მოზარდებს დახმარებას უწევს ასოციაცია „ჩვენი სახლი საქართველო“ და კვალიფიციური ფსიქოლოგების გუნდი. ფონდის დახმარებით საქართველოს მოსახლეობას შესაძლებლობა ეძლევა წვლილი შეიტანოს  საქველმოქმედო პროცესში. ყოველი წლის ნოემბრის 25 რიცხვიდან თებერვლის 25 რიცხვამდე, „ნატახტარის ლიმონათის“ თითოეული გაყიდული ბოთლიდან 1, 3 და 5 თეთრი( ბოთლის მოცულობის შესაბამისად 0,33ლ.  0,5ლ. და 2ლ.  გადაირიცხება ფონდში.  


R

Comments

comments