ფოთში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა

69
SHARE

ფოთში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა.
როგორც „კვირას“ ფოთის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მენეჯერმა, კესო გელენიძემ განუცხადა, დედა-შვილი თავს ამ დროისთვის კარგად გრძნობს.
“შემოვიდა გამოძახება, რომ ორსულ ქალბატონს ასტკივდა მუცელი. ჯგუფი გამოძახების ადგილას დროულად მივიდა და პაციენტს პირველადი დახმარება ადგილზევე გაეწია, შემდეგ კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში მოათავსეს, რათა საავადმყოფოში გადაეყვანათ. მანქანის დაძვრიდან დაახლოებით 10 წუთში, გზაში დაეწყო მშობიარობა. ჯგუფმა შექმნილ ვითარებას წარმატებით გაართვა თავი და დაიბადა გოგონა, ოჯახისთვის მეორე შვილია. დედა და შვილი სენაკის სამშობიარო სახლში გადაიყვანეს“,- განაცხადა გელენიძემ.

FB კომენტარები

კომენტარი