ფლორიდაში კაცი დააკავეს, რომელიც ლანა დელ რეის გატაცებას გეგმავდა

103
SHARE

ფლორიდის შტატის პოლიციამ შეიარაღებული კაცი დააკავა, რომელიც ლანა დელ რეის გატაცებით იმუქრებოდა. ამის შესახებ BBC წერს.

კაცი ორლანდოში Amway-ს ცენტრთან დააკავეს, სადაც მომღერლის კონცერტი უნდა გამართულიყო. “მას თან ჰქონდა ლანა დელ რეის კონცერტის ბილეთი და დანა”- ნათქვამია პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველების ცნობით, 43 წლის მაიკლ ჰანტი თვალთვალსა და გატაცების მცდელობაშია ეჭვმიტანილი.

წყარო: imedinews.ge

FB კომენტარები

კომენტარი