“ფლეიბოის” „შიშველ ეპოქას“ საქართველოში დაბადებული მოდელი დაასრულებს

580
SHARE

ეროტიკულმა ჟურნალმა “ფლეიბოიმ” უკვე დაასახელა მოდელი, რომელიც გამოცემის “შიშველ ეპოქას” დაასრულებს. ის იქნება უკანასკნელი, ვინც ჟურნალისთვის შიშველი იპოზიორებს.

როგორც “დეილიმეილი” წერს, ეს მოდელი კრისტი გარეტია, რომელიც საქართველოში (the Republic of Georgia) დაიბადა.

კრისტი 26 წლისაა და 6 ენაზე საუბრობს. იგი „ფლეიბოის“ 2016 წლის თებერვლის მისია. გარეტი ამბობს, რომ ჟურნალისთვის შიშვლად პოზიორობის გადაწყვეტილება, ამერიკაში დამკვიდრების სურვილმა შთააგონა.

როგორც “ფლეიბოის” მფლობელმა, ჰიუ ჰეპნერმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, ჟურნალი წყვეტს ეროტიკული შინაარსით გამოცემას.

FB კომენტარები

კომენტარი