“ფლეიბოის” ფოტომოდელი სერიული მკვლელი აღმოჩნდა

112
SHARE

29 წლის “ფლეიბოის” ფოტომოდელი, სილამზის კონკურს „მის ბოსნიას“ გამარჯვებული სლობოდანკა ტოშიჩი სერიული მკვლელი აღმოჩნდა.

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, „მის ბოსნია“ ხორვატიაში დააპატიმრეს. მისი ექსტრადირება სამშობლოში უკვე განხორციელდა.

ტოშიჩს საკუთარი ბოიფრენდის მკვლელობა, ასევე 5 მკვლელობასა და ძარცვაში მონაწილეობაში ედება ბრალი.

პოლიციის ინფორმაციით, მოდელი 32 ადამიანისგან შემდგარი ბანდის წევრი იყო. ტოშიძის ერთ-ერთი ყოფილი ბოიფრენდი ბისნიაში ცნობილი კრიმინალი იყო, რომელიც ამჟამად ციხეში იმყოფება. კრიმინალმა ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე “მის ბოსნია” ქილერის დაქირავებასა და მის მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულა. აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ფოტომოდელი რამდენჯერმე დაკითხვაზეც დაიბარეს, თუმცა არცერთხელ არ გამოცხადებულა. დაშაულის ჩადენის გარემოებები და მოდელის დაკავების დეტალები უცნობია.

FB კომენტარები

კომენტარი