ფიტნესკლუბი ნუდისტებისთვის

87
SHARE

ესპანეთის ქალაქ არიგორიაგაში კლიენტების მისაზიდად ერთ–ერთი ფიტნესკლუბის მფლობელმა მერკე ლაზეკმა დარბაზი შაბათ–კვირით სავარჯიშოდ ნუდისტებს დაუთმო. ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა ესპანეთში ნუდისტების ასოციაციის პრეზიდენტმა მაიტე ვიკუნიამ. მისი თქმით, ქვეყანაში, სადაც ნუდისტებისთვის ბევრი პლაჟი და აუზი ფუნქციონირებს, ასეთი კლუბის არსებობა მხოლოდ მისასალმებელია. სკეპტიკოსების განცხადებით კი, ნუდისტური სპორტ–დარბაზი ანტისანიტარიული იქნება და სპორტული ტანსაცმლის გარეშე ვარჯიში უამრავ ტრავმას გამოიწვევს

FB კომენტარები

კომენტარი