ფინეთში მამაკაცმა შვილი გააჩინა

254
SHARE

ფინეთში პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ბავშვი გააჩინა მოქალაქემ, რომელიც სარეგისტრაციო საბუთებით მამაკაცად არის აღიარებული. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
ბავშვის მამა ქალად დაიბადა, მაგრამ შარშანწინ სქესი შეიცვალა. იმისათვის, რომ შვილი ყოლოდა, მან ჰორმონალური თერაპიის შეწყვეტა გადაწყვიტა.
ახალშობილი თითქმის ოთხ კილოგრამს იწონის, მისი სიგრძე–53 სანტიმეტრია. როგორც თავად მამაკაცი ყვება, ორსულობის მხოლოდ ბოლო კვირები იყო რთული, ხოლო მშობიარობამ გართულებების გარეშე ჩაიარა.
სირთულეები ამ საკითხის ტექნიკურ ნაწილთან დაკავშირებით გაჩნდა – სამედიცინო ელექტრონული სისტემები ვერ აღიქვამდნენ სიტუაციას, რომლის დროსაც ადამიანი, რომელიც საიდენტიფიკაცი მონაცემებით მამაკაცია, შვილს ელოდებოდა.

FB კომენტარები

კომენტარი