ფინეთის ნაპირებთან კუნძული გაიხსნება, რომელიც მხოლოდ ქალებისთვის იქნება ხელმისაწვდომი

15
SHARE

კერძო კუნძული, რომელიც მხოლოდ ქალბატონებისთვისაა ხელმისაწვდომი, სტუმრებისთვის ახლო მომავალში გაიხსნება. პროექტს „SuperShe“ ეწოდება და დაჯავშნისთვის უკვე მზად არის.
პროექტის დამფუძნებელი კრისტინა როტია, რომელიც თავის იდეას „სივრცეში ტესტოსტერონის ზედმეტობით“ ხსნის, მაგრამ აღნიშნავს, რომ „მამაკაცები უყვარს“.
„ჩემი შეყვარებულის მშობლებს ფინეთის ნაპირებთან ერთი კუნძული აქვთ და მან შემატყობინა, რომ მეზობელი კუნძული იყიდება. თავიდან ვუთხარი, რომ ეს არ მაინტერესებდა. იმიტომ კი არა რომ შესაბამისი თანხა არ მქონდა, არამედ იმიტომ, რომ ჩემთვის უფრო საინტერესო იყო სადმე თბილ ქვეყნებში მიწის ყიდვა.“
თუმცა, კუნძულზე სტუმრობის შემდეგ, კრისტინა იმდენად მოიხიბლა, რომ მისი ყიდვა გადაწყვიტა, მხოლოდ ქალებისთვის სივრცის შექმნის იდეა კი, ბუნებრივად დაიბადა, _ განაცხადა კუნძულის მეპატრონემ.
კუნძულზე პირველ დამსვენებლებს, რომლებსაც მამაკაცების გარეშე სურთ ნებივრობა, 2018 წლის ივლისისთვის ელიან.

Comments

comments