ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” ერთ-ერთი არასრულწლოვანი მონაწილის მშობელი სასამართლოში ჩივილს აპირებს

38
SHARE

არასრულწლოვანი ბავშვის მშობელი, რომლის შვილიც ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ“ მონაწილეობს, მოითხოვს, რომ ფილმი კინოჩვენებიდან ამოიღონ. მშობელი სასამართლოში ჩივილს აპირებს.

ზიზი ტოგონიძის თქმით, ფილმის თემატიკა მისთვის უცნობი იყო და უთხრეს, რომ ფილმი ქართული ცეკვის ტრადიციის შესახებ იქნებოდა. აქედან გამომდინარე აღნიშნულ ფილმში შვილის მონაწილეობას დათანხმდა. როგორც მშობელი აღნიშნავს, ფილმის თემატიკა მისთვის მას შემდეგ გახდა, ცნობილი, რაც “და ჩვენ ვიცეკვეთ” კანის კინოფესტივალზე წარადგინეს.

“ფილმის თემატიკა გავიგე მაშინ, როდესაც ფილმი კანზე წარადგინეს, მაგრამ უპრიანად ჩავთვალე ის, რომ ჯერ ფილმი მენახა. როცა ფილმი ვნახე, ზუსტად ის რეაქცია მქონდა, როგორიც ყველა ნორმალურ ადამიანს ჰქონდა. ბავშვმა იცის ამჟამად და ცხადია, თვითონაც არ არის აღფრთოვანებული. ფილმის გადაღებების დროს 12 წლის იყო, ამჟამად 13 წლისაა. ბიჭის მშობელი ვარ და შესაძლოა, ეს ამბავი წინ ბევრჯერ დახვდეს. მოთხოვნა არის ის, რომ ფილმი კინოჩვენებიდან ამოიღონ. რომელიმე კადრებზე კი არ არის საუბარი, არამედ, ზოგადად ფილმი აღარ უნდა იყოს ჩვენებაში. სასამართლოში ჩივილს აუცილებლად ვაპირებ“, – განმარტა ტოგონიძემ.

შეგახსენებთ, ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა 8, 9 და 10 ნოემბერს გაიმართა. ფილმი აქციებით გარკვეულმა ჯგუფებმა გააპროტესტეს. “და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ-შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმი წელს შვედეთმა ოსკარზე გააგზავნა.

FB კომენტარები

კომენტარი