ფილმი “შინდისი” ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია

142
SHARE

ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოვების ცერემონიალი დასრულდა. კინოფესტივალის გრან პრი დიმიტრი ცინცაძის ფილმს “შინდისი” გადაეცა. ქართული კინოცენტრის ინფორმაციით, ფილმის რეჟისორი დიმიტრი ცინცაძე საუკეთესო რეჟისორის დაჯილდოვდა.

ფილმი “შინდისი” 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში, სოფელ შინდისთან დაღუპული 17 სამხედრო მოსამსახურის ისტორიას ასახავს. ფილმში მთავარ როლებს გოგა პიპინაშვილი და დათო ბახტაძე ასრულებენ. გადაღებებისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 801 384 ლარი გამოიყო. ფილმზე გერმანიიდან სპეციალური მოწვევით, რეჟისორმა დიტო ცინცაძემ იმუშავა.

FB კომენტარები

კომენტარი