ფილმის – „ვარსკვლავური ომები: გარიყული“ პირველი ტრეილერი გამოვიდა (ვიდეო)

78
SHARE

გარეტ ედვარდსის ფილმის – „ვარსკვლავური ომები: გარიყული“ პირველი ტრეილერი გამოვიდა. ვიდეორგოლის ნახვა ვებგვერდ YouTube-ზეა შესაძლებელი. ცნობილია, რომ ფილმი აჯანყებულების ჯგუფზეა, რომელიც „სიკვდილის ვარსკვლავის“ ნახაზების გატაცებას გეგმავს. მოქმედება 1977 წელს გამოსული ჯორჯ ლუკასის პირველ ფილმში აღწერილ მოვლენებამდე ვითარდება. „გარიყულში“ მთავარი როლი ფელისიტი ჯონსმა შეასრულა. გარდა ამისა, ფილმში გადაღებულები არიან: მადს მიკელსენი, ალან თიუდიკი, ფორესტ უიტაკერი, დიეგო ლუნა. კინოფილმის მსოფლიო ჩვენებები ამ წლის დეკემბერში გაიმართება.

FB კომენტარები

კომენტარი